Pages

Thursday, June 30, 2011

გლობალური დათბობა

 პროექტის მთავარი იდეა: გლობალური დათბობისაგან თავის დაცვა.

მნიშვნელობა. აქტუალობა:  გლობალური დათბობა მსოფლიო პრობლემა გახდა!მოსწავლეებმა საკითხთან დაკავშირებით საინტერესო იდეები ჩამოაყალიბეს და ცდილობენ პრობლემის მოგვარებას მათ მიერ შემუშავებული გეგმით.
მიზნები და შედეგები: ადამიანებმა გაითვალისწინონ მათ მიერ ბუნებისადმი მიყენებული ზარალი, რაც ბუნებაში წყალდიდობებს, ცუნამს, მიწისძვრებსდა სხვა კატაკლიზმებს იწვევს და შეეცადონ მის გამოსწორებას.
საგანი და პროცედურები: გარემოს დაცვის მიზნით შეიმუშაონ სხვადასხვა ღონისძიებები და იზრუნონ სხვადასხვა ტექნოლოგიების გამოყენებით ბუნებისადმი მათ მიერ მიყენებული ზარალის გამოსწორებაზე.
სასწავლო რესურსები: სახელმძღვანელოები და Google-ში დამუშავებული მასალა , რომლებიც ეხება უშუალოდ გლობალურ დათბობას.
პროექტის მსვლელობა:
1.      შევარჩევთ  თემას.
2.      ჩამოვაყალიბებთ კითხვებს.
3.      შევიმუშავებთ პროექტის გეგმას
4.      ჩამოვაყალიბებთ სამ ჯგუფს.
5.      გადავანაწილებთ ჯგუფის წევრებს შორის მოვალეობებს.
6.      მოვახდენთ პრეზენტაციას.
7.      შევაჯამებთ პროექტს.


პროექტის ხელმძღვანელი: თამარ შანიძე
ხელმძღვანელის ელ.ფოსტა.tamarischanidze@gmail.com
პროექტის ვებ–გვერდი: tamarishanidze.bloggerspost.com