Pages

Saturday, July 9, 2011

quTaisis akaki wereTlis saxelmwifo universiteti
pedagogiuri fakulteti

ucxouri enis swavlebis meTodikis specialobis
magistris Tamar SaniZis


d i s e r t a c i a



TamaSis roli germanuli enis gakveTilze

pedagogiur mecnierebaTa magistris xarisxis mosapoveblad


mecnierxelmZRvaneli:
filol. mecn. kand., asocir. prof. irma yifiani




quTaisi
2011



  

შესავალი

               სწავლა, ისე როგორც შემეცნება, არის ობიექტური რეალობის (მატერიის, ბუნების, ყოფიერების) ასახვა მოსწავლის ცნობიერებაში, თუმცა თავისებური, სპეციფიკური სახით, როგორც ერთ, ისე მეორე შემთხვევაში კავშირის ცნობიერების გარეშე და მისგან დამოუკიდებლად არსებულ ობიექტურ სინამდვილეს შორის შეგრძნება წარმოადგენს. იგი ერთგვარი ხიდია ცნობიერებასა და სინამდვილეს შორის, როგორც შემეცნების, ისე სწავლებისა და სწავლის პროცესში. ამიტომაა, რომ შემეცნების კანონზომიერება სწავლების კანონზომიერების აუცილებელი საფუძველია. სწავლების პროცესი ჭვრეტიდან იწყება, მიემართება ზოგადი წარმოდგენების შემუშავებისაკენ. ამ ნიადაგზე შემუშავებულ აბსტრაქციებს საზოგადოებრივ პრაქტიკაში ეძლევა დასაბუთება და ძალა (2. 168).
                   სწავლის ერთ-ერთი თავისებურება და შემეცნებისაგან განსხვავება იმაში მდგომარეობს, რომ თუ შემეცნების პროცესი მუდმივი ძიების პროცესია, სამაგიეროდ სწავლა შემოიფარგლება იმ ძირითადი საფუძვლების შეთვისებით, რაც ამა თუ იმ დარგში მეცნიერებას მოუპოვებია და რაც ამავე დროს შეეფარდება მოსწავლის განვითარების საერთო დონეს, გარკვეულ ასაკს (2.169.).
                   ნებისმიერი სახის და ფორმის სწავლება, თუ მას სურს მიაღწიოს მის წინაშე დასახული ამოცანების განხორციელებას, აუცილებლად ანგარიშს უნდა უწევდეს მოსწავლეთა საერთო განვითარებას, მოსწავლის ფსიქო-ფიზიკური განვითარების დონეს, ცოდნასა და მომზადებას, მის უნარსა და ძალებს. ამის გარეშე შეუძლებელია განხორციელდეს მისაწვდომობის პრინციპი, რაც სწავლების ერთ-ერთ ზოგადპედაგოგიურ საფუძველს წარმოადგენს (2.175.).
                    ,,სწავლა,–წერს დ. უზნაძე,–თვითონ არ წარმოადგენს ისეთი ქცევის აქტს, რომელსაც თავისი პროდუქტით რაიმე გარკვეული მოთხოვნილების დაკმაყოფილება ჰქონდეს მიზნად დასახული. სწავლა არასოდეს ასეთი პროდუქტის შექმნის მიზნებს არ ისახავს, რათა მისი საშუალებით ქვემდებარე მოთხოვნილება დაკმაყოფილდეს. იგი თვითონ აქტივობას ეხება, თავისთავად, და არა იმ პროდუქტებს, რომელთაც ეს  მხოლოდ იმისათვის სჭირდება, რომ მას–ამ აქტივობას–უკეთ დაეუფლოს და  მისი უკეთ შესრულება შეძლოს, მაშინ ჩვენ ვამბობთ, სუბიექტი სწავლობსთქო ამ აქტივობას. სწავლა ამ შემთხვევაში დამუკიდებელი, თავისთავადი ქცევის ფორმად იქცევა და ნამდვილ სწავლასთან გვაქვს ამ შემთხვევაში საქმე. ამიტომ სწავლა არა მარტო ამა თუ იმ ფორმისა შეიძლება, არამედ ყველასი, რომელიც გნებავთ, განსაკუთრებით კი შრომის, რომლის სხვადასხვა ფორმას, როგორც ცნობილია, ჩვენ ყველანი მხოლოდ საგანგებო სწავლის საშუალებით ვეუფლებით“ (2.181.).
                   სწავლის მოტივი ის საფუძველია, რომელიც განსაზღვრავს სუბიექტისათვის იმის აზრს, რასაც იგი სწავლის მეშვეობით აღწევს. ამდენად სწავლის ქცევასთან მაშინ გვაქვს საქმე, როდესაც აქტივობის დაუფლების მოტივი თვით ამ აქტივობის დაუფლებაა (2.184.).
                   სწავლების პროცესი, რომელიც მიმართულია კაცობრიობის მიერ დაგროვილი ცოდნისა და უნარ-ჩვევების შეთვისებისაკენ,–რა თქმა უნდა, იმ შერჩევით, იმ მოცულობით, რასაც ყოველმხრივ განვითარებული ადამიანის მომზადების ამოცანა მოითხოვს, გარკვეული მნიშვნელობით უკვე შემეცნებულის შემეცნების პროცესია.
                   ნებისმიერი სახის და ფორმის სწავლება, თუ მას სურს მიაღწიოს მის წინაშე დასახული ამოცანების განხორციელებას, აუცილებლად ანგარიშს უნდა უწევდეს მოსწავლეთა საერთო განვითარებას, მოსწავლის ფსიქო-ფიზიკური განვითარების დონეს, ცოდნასა და მომზადებას, მის უნარსა და ძალებს. ამის გარეშე შეუძლებელია განხორციელდეს მისაწვდომობის პრინციპი, რაც სწავლების ერთ-ერთ ზოგადპედაგოგიურ საფუძველს წარმოადგენს.
                   აღიარებულია, რომ უცხოური ენების ცოდნის გარეშე შეუძლებელია ზოგადსაკაცობრიო სივრცეში ინტეგრირება და პიროვნული შესაძლებლობების სრულფასოვანი რეალიზაცია. ამიტომ ჯერ კიდევ ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის დონეზე გათვალისწინებულია ორი ან სამი უცხოური ენის სწავლება.
      სამაგისტრო ნაშრომი ეძღვნება უცხო ენის შესწავლის თვალსაზრისით თამაშის მეთოდების გამოყენების შესწავლის პრობლემატიკას. მათი სპეციფიკის შესწავლას,  გერმანული ენის გაკვეთილის საფუძველზე.
                   თამაშის მეთოდები, ნაკლებ აქტუალური იყო უახლოესი რამდენიმე წლის განმავლობაში, ვინაიდან საგანმანათლებლო სისტემის რაკურსში არა კონსტრუქტივიზმი, არამედ ტრადიციული სწავლება იყო. ეს უკანასკნელი კი მოსწავლეთა პასიურ მოსმენასა და გაკვეთილის პროცესში მასწავლებლის უშუალოდ ჩართულობას მოითხოვდა, შედეგი შესაბამისი იყო. ბავშვები დამოუკიდებელი მუშაობის დაბალი შედეგით ხასიათდებოდნენ. რაც ქვეყნის განვითარების სტრატეგიებს ეწინააღმდეგება. განვითარებადი ქვეყნის  სტრატეგია, როგორც ეკონომიკური და პოლიტიკური, ისე განათლების სისტემის დახვეწასა და სრულყოფას მოითხოვს. ეს კი წარმოუდგენელია პირველ რიგში განათლების დაბალი მაჩვენებლით. მაჩვენებლის გასაუმჯობესებლად აუცილებელ პირობას ქმნის კარგად შემუშავებული თეორიები. თუმცა ისინი რაც უფრო დახვეწილია მით უფრო მარტივი და ეფექტურია.
                   წლების წინ მეთოდთა შორის ტრადიციულ სწავლებაში მიუღებელი იყო თამაშის, როგორც  გაკვეთილზე გამოსაყენებელ მეთოდთა შორის მიუღებელი მეთოდი. იგი უგულვებელყვეს და მიიჩნიეს არასერიოზული სწავლების ფორმად. სწორედ თამაშის პრობლემატიკის არსის განმსაზღვრელ საკითხებს ეფუძნება სამაგისტრო ნაშრომის თემატიკის არჩევანი. ამ საკითხების კვლევის თვალსაზრისით მნიშვნელოვანი კვლევებია ჩატარებული, როგორც ფსიქოლოგიური ასევე მეთოდოლოგიური თვალსაზრისით. ისინი ნათლადაა გადმოცემული ცნობილი ქართველი ფსიქოლოგის დ. უზნაძის ,,ბავშვის ფსიქოლოგიაში“, ასევე გერმანელი, ავსტრიელი და ბრიტანელი ფსიქოლოგების შრომებში. კერძოდ, ფ. ბენიტოს, კ. ობერბერგერისა და მ. დრეკეს შრომებში, მაგალითისათვის ყველაზე აქტუალური ,,Spielend  Deutsch lernen.” ასევე ჩ. დაუვილიერის ,,Spiele im Deutschunterricht” და სხვათა შრომებში, რომლებიც თამაშის მეთოდის გამოყენებას ფსიქოლოგიურ გამართლებას უძებნიან.
                   კვლევის მიზანს წარმოადგენს თამაშის არსის განსაზღვრა და თამაშის მეთოდების სწავლების ეფექტურ მეთოდად წარმოჩენა. იმ უნარ-ჩვევათა და კომპეტენციათა განვითარების თავისებურებების ანალიზი, რომლებიც თამაშის მეთოდის წარმატებულად წარმართვას უწყობენ ხელს.
                   ნაშრომის ამოცანაა საგაკვეთილო პროცესში თამაშის მეთოდების ეფექტურობის თვალსაჩინოდ წარმოდგენა და ამისათვის საჭირო აქტივაციათა მნიშვნელობის გამოკვეთა.
                   წინამდებარე ნაშრომის აქტუალობა ასევე მდგომარეობს უცხოური ენის შესწავლის მეთოდოლოგიაში, თამაშზე ორიენტირებული სავარჯიშოების მნიშვნელობის და როლის წინა პლანზე წამოწევაში. უნდა აღინიშნოს, რომ სავარჯიშოების სწორად შერჩევა, მათში ზუსტი აქცენტირება ასათვისებელი მასალის ნიუანსების, მათი სირთულის და დასწავლადობის სიმარტივის მიღწევა უმნიშვნელოვანესი ფაქტორია ენის დაუფლების თვალსაზრისით.
                   სწორედ აღნიშნული პრობლემატიკის შესწავლა და გაანალიზება წარმოადგენს ჩვენი კვლევის ძირითად მიზან-დასახულობას.
                   რაც შეეხება კვლევის მეთოდოლოგიას, ჩვენ ვეყრდნობით კომბინირებული სახის შედარებით და ანალიტიკურ მეთოდებს.
                   ჩვენი ნაშრომის პრაქტიკული და თეორიული მნიშვნელობა უდაოა, რამეთუ სწორედ ამგვარი აქტივობის კვლევაა სწავლების პროცესზე, მის შედეგებზე და სრულყოფაზე ორიენტირებული.  კაცობრიობის განვითარების თანამედროვე ეტაპზე ადეკვატური, სრულფასოვანი და თავისუფალი კომუნიკაცია, ენობრივი კომპეტენციის მაღალი დონე ძირითადი განმსაზღვრელი ვექტორია წარმატებული სასწავლო აქტივობისა.
                  სამაგისტრო ნაშრომი  ოთხი თავისაგან შედგება.
                   პირველ თავში  - ,,თამაშის ასაკობრივ-ფსიქოლოგიური მახასიათებლები“ განხილულია ფსიქოლოგიისა და ფსიქოლოგის როლი სკოლაში, ასევე ბავშვის თამაშის ასაკობრივ-ფსიქოლოგიური დახასიათება. აქ საუბარია იმაზე, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ბავშვის ფსიქოლოგიის უზადო ცოდნა მათთან ურთიერთობაში და სად უნდა ვეძებოთ თამაშის ,,კოდი“ ინდივიდში.
                   ნაშრომის მეორე თავი - ,,კომპეტენციათა და უნარ-ჩვევათა განვითარება უცხო ენის გაკვეთილზე“ ეხება იმ უნარ-ჩვევებისა და კომპეტენციების განვითარებას, რომლებიც ფაქტობრიბად უცხო ენის გაკვეთილის მსვლელობას და მის შედეგებს განსაზღვრავს.
                   მესამე თავი ეხება  - ,,თამაში, როგორც საგაკვეთილო აქტივობა“ უშუალოდ თამაშის არსს, რომლის შინაგან ბუნებას, ბავშვის ბიოლოგიურად არა აქტუალურ შესაძლებლობათა ფუნქციონალური ტენდენციის იმპულსით გამოწვეული აქტივაცია შეადგენს ანუ საუბარია იმ ძალებზე, რომელნიც მოზრდილობის ასაკში ცხოვრებისეულ ამოცანათა გადასაჭრელად არიან აუცილებელი. ამრიგად, თამაში განხილულია, როგორც მომავალი ცხოვრებისათვის საჭირო ძალების მოსამზადებელი ,,სკოლა“.
                   მეოთხე თავში - ,,თამაში, როგორც სწავლების ფორმა“- საუბარია თამაშისა და სწავლის ამბივალენტურ დამოკიდებულებაზე. თამაშის მსვლელობის ფაზებისა და სწავლის სტრატეგიების შერწყმაზე. მათ ერთობლივ ფუნქციონირებაზე უცხო ენის გაკვეთილისათვის. მესამე თავიდან გამომდინარე ნათელი ხდება, ის თუ რა დამოკიდებულებაში იმყოფებიან ურთიერთთან თამაშისა და სერიოზული საქმიანობის ქცევის ფორმები. ყოველი ცალკე ინდივიდის განვითარების ისტორიაში პირველი წინ უსწრებს მეორეს: ბავშვი ჯერ თამაშობს და მხოლოდ შემდეგ იწყებს სერიოზულ საქმიანობას. ვინაიდან თამაშის შემთხვევაში სწორედ ამ ფუნქციების სისტემათა ამოქმედებასთან გვაქვს საქმე, რომელნიც ბავშვის წინაპართა სერიოზული ქცევის პროცესში განვითარდნენ, ხოლო ბავშვს მემკვიდრეობით გადაეცნენ, ცხადია, რომ  ფილოგენეტურად სერიოზული საქმიანობა უსწრებს წინ თამაშს.
         ნაშრომის ბოლოს წარმოდგენილია აქტუალური თეორიული და მეთოდურ-დიდაქტიკური მასალის საფუძველზე გამოტანილი დასკვნები, ასევე ილუსტრაციები, თამაშის ვიზუალური სქემები და დამუშავებული, გამოყენებული ლიტერატურის ბიბლიოგრაფია.

თავი 1.

 1.1 სასკოლო ფსიქოლოგიის როლის საკითხისათვის

                    მომავალი თაობის აღზრდა უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია ნებისმიერი დემოკრატიული სახელმწიფოსათვის  და ამ საქმეში უდიდესი წვლილი მიუძღვის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს. სასკოლო ცხოვრება მნიშვნელოვანი ეტაპია არა მხოლოდ განათლების მიღების თვალსაზრისით, არამედ მოსწავლის პიროვნებად ჩამოყალიბების, მისი სოციალური ადაპტაციის და თვითრეალიზაციის თვალსაზრისითაც. ესაა პერიოდი როდესაც ბავშვი იძენს იმ უნარებს და ცოდნას, რომლებიც შემდგომში განსაზღვრავენ მის წარმატებულ თუ წარუმატებელ ფუნქციონირებას საზოგადოებაში. სწორედ ამაზეა ორიენტირებული განათლების თანამედროვე სისტემა. მისი მთავარი მიზანია თითოეული მოსწავლისადმი ინდივიდუალური მიდგომა  მისი შესაძლებლობების სრული რეალიზებისათვის. მოსწავლის დონეზე მიღწევის მოქმედი ფაქტორებიდან მნიშვნელოვანია: მასწავლებელი-მოსწავლის ურთიერთდამოკიდებულების სტილი, სკოლის ავტორიტეტი, სწავლების მეთოდები და ა. შ. 
დღესდღეობით განათლების სამინისტროს აქცენტი გადააქვს ლიბერალურ-თანამშრომლობით სტილზე, ნაცვლად დირექტიული სტილისა. საგაკვეთილო პროცესის მთავარი სუბიექტი გახდა მოსწავლე, გაიზარდა მისი უფლებები და პასუხისმგებლობებიც. შესაბამისად, აქტუალური გახდა და უფრო მეტად გაცნობიერდა ფსიქოლოგის როლი სკოლაში სკოლის ფსიქოლოგის ფუნქციები საკმაოდ საპასუხისმგებლო და არსებითია სკოლისა და სწავლების თანამედროვე მოდელის ჩამოყალიბებისათვის. დღესდღეობით საქართველოს ზოგიერთ სკოლაში აქტიურად ფუნქციონირებს სკოლის ფსიქოლოგიური სამსახური, რომლის ძირითად ფუნქციებს წარმოადგენს:
·         ფსიქოდიაგნოსტიკა, რომელიც გულისხმობს მოსწავლეთა ჯგუფურ და ინდივიდუალურ დიაგნოსტირებას სპეციალური მეთოდიკის დახმარებით;
·         თემატური საგანმანათლებლო საუბრები;
·         ინდივიდუალური კონსულტაციები,
მოსწავლეებთან,  მასწავლებლებთან და მშობლებთან;
·         კლასის დამრიგებლებთან ერთად კლასის პრობლემების შეფასება;
·         გამოვლენილი პრობლემების მიხედვით კორექციული მუშაობა;
·         კონფლიქტების დარეგულირება და კონფლიქტის მართვის ტრენინგის განხორციელება საჭიროების შემთხვევაში;
·         კომუნიკაციური, კონსტრუქციული თანამშრომლობის უნარის განმავითარებელი ტრენინგების (ან სესიების) განხორციელება როგორც მოსწავლეებთან, ასევე მასწავლებლებსა და მშობლებთან;
·         მასწავლებლებთან მუშაობა, რაც გულისხმობს გარკვეული პრობლემური სიტუაციისადმი ერთობლივი მიდგომის შემუშავებას, სადაც  გათვალისწინებული იქნება არა მხოლოდ მოსწავლის ასაკობრივ-პიროვნული თავისებურებები, არამედ მოცემული სასწავლო თუ სამუშაო გარემო და მისი სოციალური თუ პიროვნული სტატუსი.
               ფსიქოლოგების რჩევაა გაკვეთილის ფორმად თამაშის სხვადასხვა მეთოდების შემოტანა გაკვეთილზე მოსწავლეთათვის ამა თუ იმ საკითხისადმი გაუცხოების აღსაკვეთად. მას შემდეგ რაც ბავშვი ობიექტურ სინამდვილეს აღმოაჩენს, იგი ჯერ პერცეპტულისა და მერე დაფლობის ინტერესის ზეგავლენით ამ ახალ სინამდვილეში შეჭრას ცდილობს. ამის გამო სულ უფრო და უფრო უახლოვდება ობიექტთა სამყაროს. ამასთან ერთად მუდმივი კონტაქტი ადამიანთან მისი ორგანიზმის მოტორული ფუნქციების განვითარებას უწყობს ხელს: გამუდმებული წაბაძვის წყალობით, რაც დრო გადის, მით უფრო მტკიცესა და შეუმცდარ მოძრაობებს ახერხებს. თუმცა საინტერესოა ის, თუ რატომ გვირჩევენ ფსიქოლოგები გაკვეთილის ფორმად თამაშის მეთოდებს და  არის თუ არა ის ბავშვის ფსიქიკაში ,,ღრმად დაფლული ფენომენი?“ 





1.2.ასაკობრივი და ფსიქოლოგიურ-ინდივიდუალური
 თავისებურებები

             სწავლის საწყის ეტაპზე მოსწავლეებს უყალიბდებათ მშობლიურ ენაზე კითხვის მყარი უნარ-ჩვევები. ბუნებრივია, ამ ასაკში უცხოური ენის სწავლებას ჯერჯერობით ზეპირი საფუძველი აქვს. უცხო ენობრივი კითხვის და მითუმეტეს წერის უნარ-ჩვევები მხოლოდ ელემენტარულია. უკვე ამ პერიოდისათვის დამახასიათებელია ყველა ფსიქიკური პროცესის შეგრძნება, რაც შემდგომ ეტაპზე უფრო ღრმავდება და ვითარდება(1.12.) ამდენად, ასაკობრივი თავისებურებების ცოდნა და გათვალისწინება მნიშვნელოვანია სწავლის პროცესის და დასწავლის ეფექტურობისათვის.
                დღეს მსოფლიო მოწინავე პედაგოგიური საზოგადოება ცდილობს სასწავლო პროცესის დაფუძნებას აზროვნების პარალელურ კონცეფციაზე, რაც ინდივიდუალურ პოტენციათა მაქსიმალურ გამოვლენა-ამოქმედებას უწყობს ხელს: მოსწავლეებს საშუალება ეძლევათ, ერთი მხრივ, მრავალმხრივად განვითარდნენ, მეორე მხრივ, გამოავლინონ და განავითარონ ინდივიდუალური მიდრეკილებები.
                ცხადია, ამა თუ იმ ამოცანის გადაჭრისას ადამიანი კომბინირებულად იყენებს აზროვნების სხვადასხვა ფორმას; სწორედ აზროვნების ტიპების ინდივიდუალური კომბინირებით განსხვავდებიან ადამიანები ერთმანეთისაგან.
                თანამედროვე გამოკვლევებით დადგინდა, რომ შეგრძნებები ფუნდამენტურ როლს ასრულებენ მოზარდის გონებრივ განვითარებაში. ბავშვს, მოზრდილისაგან განსხვავებით, განუვითარებელი აქვთ ანალიტიკური და სიტყვიერი აზროვნება;  ამდენად, მნიშვნელოვანია სიტყვიერ-ანალიტიკურ მიდგომასთან ერთად არა ანალიტიკური, არასიტყვიერი მიდგომების ფართოდ გამოყენება, როგორიც არის თვალსაჩინოება, წარმოსახვითი აქტივობები, ხატოვანი ენა, მეტაფორა, ანალოგია, იგავური ენა, მასალის მანიპულირება, გათამაშება, მუსიკის გამოყენება და სხვა.
                ინტელექტის ჩამოყალიბების სტადიების  კლასიფიკაციის თანახმად განსახილველი პრობლემისათვის მნიშვნელოვანი, როგორც ფსიქოლოგიურ-ინდივიდუალური, ასევე ასაკობრივი თავისებურებებია (30.17):
·         6-8 წელი– წინა საოპერატორული ინტელექტი: ინტუიციური აზროვნება, რომელიც ეყრდნობა დანაწევრებულ წარმოდგენებს;
·         8-10 წელი– კონკრეტული ოპერაციების უნარის მქონე ინტელექტი: მარტივი ოპერაციების რეალიზაცია(კლასიფიკაცია, სერიაცია, შესაბამისობის დადგენა).
                უმცროსი სასკოლო ასაკის ერთ-ერთი თავისებურებაა იმ ინფორმაციის ლატენტური შეთვისება, რომელმაც რაღაცით მიიპყრო ბავშვის ყურადღება. აქედან გამომდინარე, აღქმის ყველა ორგანოების საშუალებით ინფორმაცია უნდა იყოს რაც შეიძლება შთამბეჭდავი. თუმცა, ისიც არის გასათვალისწინებელი, რომ ფორმის ზედმეტმა სიკაშკაშემ შეიძლება ,,გადაფაროს“ სასწავლო მასალის შინაარსი, რაც არასასურველია.
                7-9 წლის ბავშვის აზროვნება კონკრეტულია, მეხსიერება კი ძირითადად მექანიკური. ამდენად, უცხოური ენის დაწყებითი კლასების სახელმძღვანელოების ძირითადი მოთხოვნაა კონკრეტული მასალა. მათში სწავლების ექსტენსიური (ცოტა მასალა, ნელი ტემპი, ბევრი გამეორება) მეთოდები უნდა გამოიყენებოდეს.
                უმცროს სასკოლა ასაკში ბავშვებს უყალიბდებათ ურთიერთობები: ბავშვი–მასწავლებელი, ბავშვი–სხვა ინდივიდი/ბავშვი და ბავშვი–ბავშვები. თანატოლებთან ურთიერთობები მათთვის უაღრესად მნიშვნელოვანი ხდება, რადგან ენა (მათ შორის უცხოური ენა) ურთიერთობის საშუალებაა, ამიტომ ზემოთ აღნიშნული ურთიერთობების ჩამოყალიბებაში უცხოური ენაც თავის როლს თამაშობს.
                ,,საშუალო ბავშვის“ ასაკზე გადასვლა ხასიათდება მეხსიერების მოცულობის გაზრდით და მისი გამოყენების მეტი ეფექტურობით. ამ ასაკის ბავშვს დამახსოვრების უკეთესი უნარი აქვს, ვიდრე მოზარდსა და მოზრდილ ადამიანს. ამავე დროს დავიწყების პროცესიც აქტიურია. ამ ასაკის ბავშვი იწყებს ლოგიკური ოპერაციების შესრულებას–შენარჩუნება, სესიაცია, კლასიფიკაცია, თვლა. მას კარგად ესმის სივრცეში და დროში პოზიციური ურთიერთობანი. ამდენად, უცხოური ენის სწავლებისას შესაბამისი დავალებების შესრულება ბავშვებს არ უჭირთ (37.21)
                სტუდენტური ასაკი გამოირჩევა აზროვნების , ყურადღების და მეხსიერების თავისებურებებით. ამერიკელი ფსიქოლოგი გრეის კრაიგი თავის ნაშრომში ,,განვითარების ფსიქოლოგია“ გამოჰყოფს განვითარების ფიზიკურ, კოგნიტურ და ფსიქოსოციალურ სფეროებს. მოზრდილობის ასაკის ფსიქოლოგიურ თავისებურებებს სპეციალურად იკვლევდა ბ. ნანიევი. იგი აღნიშნავდა, რომ დღემდე არსებულ თეორიათაგან ერთი(გენეტიკური ფსიქოლოგია) ახასიათებს დაბერების სინდრომებს. ანანიევი განიხილავს რა მნიშვნელოვან ონტოგენეტურ ძვრებს, რომლებიც აღინიშნება ბოლო დროს–მომწიფების პროცესების დაჩქარება და დაბერების პროცესების შენელება,–ასკვნის, რომ თუკი აღნიშნული ონტოგენეზური გარდაქმნების ძირითად შედეგს წარმოადგენს მოზრდილობის, მისი შრომისუნარიანობის პოტენციალის ასაკობრივი დიაპაზონის გაფართოება, მაშინ ეს მოწმობს, რომ არ შეიძლება აიგოს ინდივიდუალურ-ფსიქოლოგიური განვითარების ერთიანი მეცნიერული თეორია მისი ფუნდამენტური განყოფილების –მომწიფულობის ასაკობრივი ფსიქოლოგიის სპეციალური დამუშავების გარეშე (1.163).
                აზროვნების ფორმალურ-ლოგიკური აპარატი მწიფდება 14-17 წლისათვის და ფულისისა და რაველის მიხედვით, 20 წელი ითვლება ინტელექტუალური ფუნქციის ეტალონად. მაგრამ ვერბალურ-ლოგიკური ფუნქციები, რომლებიც თავის ოპტიმუმს აღწევს ადრეულ ახალგაზრდობაში, შეიძლება მატულობდეს მომწიფულობის წლებშიც–50 წლამდე.
                იმ დროს, როცა  უმცროსი ასაკის ბავშვებისათვის გაცილებით უფრო მოსახერხებელია საქმე ჰქონდეთ კონკრეტულ ემპირიულ ფაქტებთან, მოზარდები სულ უფრო მეტ მიდრეკილებას იჩენენ იმისაკენ, რომ ყველაფერს მიუდგნენ ისე, როგორც შესაძლებლის ერთ-ერთ ვარიანტს.
                ასაკობრივი ცვლილებების შესწავლამ 18-დან 21 წლამდე ცხადყო აზროვნების სახეებს შორის არსებული რთული ურთიერთკავშირები, რომელთაც თავისი დინამიკა გააჩნიათ, ასე მაგალითად: 18-19 წლიანებში ვერბალურ-ლოგიკური აზროვნება უფრო მჭიდროდაა დაკავშირებული ხატოვან აზროვნებასთან, ხოლო 20-21 წლიანებში–პრაქტიკულთან. შესაბამისად სტუდენტის მთავარ ქცევად შეიძლება ჩაითვალოს სასწავლო ქცევა, ოღონდ სპეციფიკური, პროფესიულად მიმართული ქცევა (12.31).
                რადგან კომუნიკაციურად ორიენტირებულმა სწავლებამ სწავლების პროცესი ენის შემსწავლელისაგან ,,შემოაბრუნა“ და იგი ყურადღების ცენტრში აღმოჩნდა, საჭიროა მაქსიმალურად ოსტატურად იყოს გამოყენებული მისი ასაკობრივ-ფსიქოლოგიური თავისებურებები და გონებრივი შესაძლებლობები. სწავლის პროცესში სტუდენტებმა უნდა გააცნობიერონ ენობრივი კანონზომიერებანი, ჩამოაყალიბონ საკომუნიკაციო ამოცანები (7.43).
                უცხოური ენის სწავლების პროცესში გამოყენებულ უნდა იქნას სტუდენტთა ენობრივი განათლების დონე. აგრეთვე მაქსიმალურად გამოყენებულ უნდა იქნას სტუდენტთა კოგნიტური განვითარების ფაქტორები:
1.      ინფორმაციის შენახვისა და წერილობით დაფიქსირების უნარი.
2.      რთული საკომუნიკაციო სტრატეგიის გამოყენება.
3.      წერითი დავალების შესრულების რაციონალური გზის არჩევის უნარი.
                რადგან სტუდენტურ ასაკში კოგნიტური განვითარება მოიცავს როგორც ცოდნის დაგროვების, ისე ინფორმაციის გადამუშავების კომპონენტების განვითარებას და მოთხოვნილებას, ჰქონდეთ საკუთარი აზრი და მიდგომა პრობლემებისადმი, ამიტომ სტუდენტები პასუხისმგებლობით ეკიდებიან უცხოურ ენაზე შემოქმედებითი წერის პროცესს. ამგვარად, საკუთარი აზრების უცხოურ ენაზე გადმოცე მის პროცესი ხდება ინტელექტის გაფართოების ერთ-ერთი წყარო.
                ადამიანი, როგორც ურთულესი ფსიქოლოგიური ფენომენი ჩასახვის დღიდან განვითარების რთულ ეტაპებს გადის. თუმცა დაბეჯითებით შეიძლება ითქვას, რომ განვითარების მომდევნო საფეხურები ფსიქოლოგიური თვალსაზრისით არანაკლებ რთულია. იგი განვითარების თვითოეულ ეტაპზე აუმჯობესებს შესაძლებლობებს, რომელთაც ბიოლოგიური განვითარება უძღვის წინ .
                იბადება შეკითხვა, როგორი კავშირი ისახება ბავშვებში, მაშინ, როდესაც მოტორულ-ფუნქციონალური განვითარება წაბაძულობის ნიადაგზე წარმოებს -როგორი კავშირი ისახება ახლა სუბიექტსა და ნივთიერ საგანთა სამყაროს შორის?
                ამ საკითხის უკეთ გაანალიზებისათვის თუ დავეყრდნობით შვეიცარიელი ფსიქოლოგისა და ლოზანის  უნივერსიტეტის პროფესორის ჟან  პიაჟეს კოგნიტური განვითარების სტადიებს, მაშინ ნათლად დავინახავთ, რომ ეს სენსორული სტადიის, ერთ-ერთი ქვესტადიაა, რომელშიაც ხუთი თვის ბავშვი ობიექტურ სამყაროს ისეთი მოქმედებების საშუალებით შეიმეცნებს, როგორიც არის თვალიერება, ჩაჭიდება, კბენა, ღეჭვა(ყველაფერს პირში იდებენ) სწორედ, ეს არის გარემოს შემეცნების საშუალება მათთვის.  ხუთი თვის შემდეგ ბავშვის მოძრაობებს საგანთა მიმართ მეტი აქტივობა ეტყობათ. ახლა ცოტა უფრო რთული მოძრაობები ჩნდება ბავშვი ხელს ჰკიდებს საგანს და ნაცვლად იმისა, რომ პირში ჩაიდოს, აქეთ-იქით აქნევს, ძირს არახუნებს, თავზე იცემს ან თავისი სხეულის რომელსამე სხვა  ნაწილზე.
                ამრიგად, ჩვენ ვხედავთ, რომ საგნების დამოკიდებულების რეაქციათა წრე პირველი წლის მეორე ნახევარში საგრძნობლად ფართოვდება .
                ისმება კითხვა: -რა არის ამ მრავალფეროვანი მოძრაობის აზრი? ნათელია, რომ მოძრაობათა საშუალებით ბავშვი თავის ბიოლოგიურ მოთხოვნილებებს  იკმაყოფილებს. ამიტომ ჩვეულებრივ ასეთ შემთხვევაში ბავშვის თამაშის შესახებ ლაპარაკობენ. კერძოდ, ავსტრიელი ფსიქოლოგის  კ. გროსის სიტყვებით რომ ვთქვათ ბავშვის მოქმედება ,,ექსპერიმენტული თამაშია“.
                ზემოთ აღნიშნულიდან  შეგვიძლია ვთქვათ, რომ სენსომოტორული სტადიის პირველ ნახევარში, რაც ერთ წლამდე ასაკს გულისხმობს ბავშვის თამაში ახასიათებს. ერთი მხრივ, წაბაძვა, რამდენადაც ბავშვს  ადამიანთან უხდება საქმის დაჭერა. მეორე მხრივ, რამდენადაც მას ობიექტთა სამყაროსთან აქვს კავშირი, -თამაში აი ის, რაც ამ პერიოდის შინაარსს იძლევა. ერთიცა და მეორეც,  როგორც ვიცით, უფრო ადრე იწყება, მაგრამ ბავშვის ქცევის დამახასიათებელ და გაბატონებულ შინაარსად ამ პერიოდში მიიჩნევა.
                ამ საკითხთან მიმართებაში ავსტრიელი ფსიქოლოგი ვ. შტერნი აღნიშნავს, რომ ბავშვის თამაშის დასაწყისი უკვე სენსომოტორული სტადიის პირველსავე ეტაპზე უნდა ვეძებოთ. მაგრამ მაშინ იგი მხოლოდ თავისი სხეულის ნაწილებზე თამაშობს, ვინაიდან საგნებთან კავშირს მხოლოდ ტაცების პერიოდის დასაწყისიდან იწყებს. ჩვენ ვიცით, რომ აქ, ე. წ. იმპულსურ მოძრაობათა შემდეგ განვითარებასთან გვაქვს საქმე, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ცვლილება, რომელიც ამ პერიოდში ხდება,  იმაში სჩანს,  რომ ბავშვი რომელსამე თავის იმპულსურ მოძრაობას ან რომელსამე ბგერას ან ბგერათა კომპლექსს არაჩვეულებრივი დაჟინებით  იმეორებს. ამ შემთხვევაში კი თვითწაბაძვის უეჭველი ფაქტის წინაშე ვდგავართ. ნამდვილი თამაშის ჩასახვის ფაქტთან მხოლოდ სენსომოტორული სტადიის პირველ მეოთხედში გვაქვს საქმე ამ პერიოდის თამაშის ნამდვილი ბუნების გამოსარკვევად ბავშვის თამაშის ყველა განსხვავებული შემთხვევის გათვალისწინებას განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა ექნებოდა. ავსტრიელი ენათმეცნიერისა და მეტალინგვისტიკის ფუძემდებლის კ. მიულერისა და ფსიქოლოგ  ა.ჰეცერის ,,ინვენტარში“ თამაშის ყველა სახეა ჩამოთვლილი, რომლებიც ბავშვის სიცოცხლის პირველი წლის განმავლობაში გვხვდება. აქ სულ ოთხი განსხვავებული ჯგუფია დადასტურებული.
                პირველ ჯგუფში შედის ბავშვის სხვადასხვაგვარი მანიპულაციები უძრავ საგნებზე; ხელის მოკიდება, შეხება, რახუნი., ჩხაპნა,....
                მეორე ჯგუფში ისეთი მანიპულაციები შედის, როგორიცაა საგნის ამოძრავება, მოტანა, გაწევა,...
                მესამე ჯგუფი კიდევ უფრო რთულ მოძრაობებს შეიცავს: აქ ბავშვი სხვადასხვა  მანიპულაციას, რაიმე მოძრავი საგნის დახმარებით, უძრავ საგანთა მიმართ აწარმოებს.
                მეოთხე ჯგუფის თამაშის შინაარსს ისეთი მანიპულაციები შეადგენენ, რომელთაც ორს მოძრავ საგანთან აქვს საქმე.
                ოთხივე ჯგუფის თამაშის შემთხვევები რომ გავითვალისწინოთ, დავინახავთ, რომ ბავშვის არც ერთი მოძრაობა არ არის ისეთი, რომ საგანი მისთვის მასალას წარმოადგენდეს, რომ იგი მართლა აკეთებდეს რასმე.
                ჩნდება კითხვა–მაშ რად უნდა ბავშვს საგნები?, თუ ვერც მათ ბუნებას უწევს ანგარიშს და არც აკეთებს რასმე მათგან? რა კავშირი არსებობს ბავშვის მოძრაობათა და საგანთა შორის? ამ საკითხთან დაკავშირებით საინტერესო მოსაზრება ჩამოაყალიბა ავსტრიელმა ენათმეცნიერმა და მეტალინგვისტიკის ფუძემდებელმა   შ.    ბიულერმა  და  აღნიშნა,  რომ საგანი მხოლოდ საბაბია, რომელიც ბავშვის მოტორული ფუნქციების ამოძრავებას იწვევს, რომ იგი მხოლოდ საშუალება, რომელიც მხოლოდ ამ ფუნქციათა ამოქმედების შემთხვევას იძლევა: თამაშში საგნობრივი მასალის გაფორმება როდი ხდება, არამედ მოძრაობის ფუნქციისა.
                აქედან შეგვიძლია დავასკვნათ, რომ  ბავშვი იმ საგნებს, რომელთანაც მას თავის, თამაშის პროცესში აქვს საქმე,  რისამე მასალად არ იყენებს. ობიექტი  მისთვის თავისთავად წარმოადგენს დამოუკიდებელ რეალობას, და სანამ  მან ამ რეალობის თვისებები არ იცის რასაკვირველია, მანამ სრულიად ზედმეტია იმაზე ფიქრი, მოცემული მასალით მან რაიმე ახალი ობიექტი შექმნას. შ. ბიულერის მოსაზრებით   სენსომოტორული სტადიის პირველი მეოთხედის ბოლოს ბავშვი აღარ კმაყოფილდება საგნობრივი სინამდვილის გაცნობის იმ გზით, რითაც აქამდე სარგებლობდა. ახლა თვითონ იწვევს მათში ერთგვარ ცვლილებებს  და ამით მათ თვისებებს ააშკარავებს, თითქოს ნამდვილ ცდას იყენებდეს, რათა შესაძლებლობა მოიპოვოს, დააკვირდეს თუ რას იზამს საგანი, რა დაემართება მას, რა თვისებას გამოიჩენს იგი. სწორედ, ბავშვის ასეთ მოქმედებას შ. ბიულერი აფასებს, როგორც ექსპერიმენტული თამაში.
                ამრიგად, აღქმათა და მოძრაობათა შეთანხმების პროცესი თანდათანობით წინ მიდის; და საგულისხმოა რომ სწორედ ამ ხანაში ისახება ის სპეციფიკური ფუნქცია, რომელიც შესაძლებლობას აძლევა ადამიანს რაც შეიძლება უკეთ შეუთანხმოს თავისი მოძრაობები აღქმული სინამდვილის თავისებურებებს: ინტელექტის პირველი საფუძველი აქ უნდა ვეძებოთ.
                შემდგომ რაც უფრო წინ მიდის მისი სენსორულ-მოტორული ფუნქციების მომწიფების საქმე, რაც მეტ ძალას პოულობს იგი ობიექტურ საგნებზე, მდგომარეობა მით უფრო იცვლება: იგი იძულებული ხდება საგნებზე კიდევ უფრო მეტი ძალის მოსაპოვებლად –ახალი საშუალების ძებნა დაიწყოს და აღმოაჩინოს, რომ ცალკე საგნები ურთიერთისაგან სრულიად დამოუკიდებელ ერთეულებს როდი შეადგენენ, არამედ მათ შორის ერთგვარი კავშირი, ერთგვარი მიმართება არსებობს.
                სენსომოტორული სტადია მოიცავს  ბავშვის ინტერნაციონალური რალაციის წვდომის  ანუ  აზროვნების  დაბადების  მომენტს. სახელდობრ, ბავშვი აქ პირველად წვდება სათანადო საშუალების ან იარაღის დახმარებით  რისამე  მიზეზობრივად გამოწვევის შესაძლებლობის აზრს, ვინაიდან ის საშუალება, რომლითაც ბავშვი დაკარგული საგნის  დასაუფლებლად სარგებლობს, ბავშვის ხელში პირველად იარაღად იქცევა. მეტი კონკრეტიკისათვის შეგვიძლია მოვიტანოთ შ. ბიულერის დაკვირვება:  როდესაც ცხრა თვის ბავშვს სათამაშო გაუვარდება ხელიდან და მის აღებას ვერ მოახერხებს, მან სრულიად მოულოდნელად  მეორე სათამაშო ისროლა მისკენ. რას ნიშნავს ეს? შ. ბიულერი კი ამ მოქმედებას შემდეგნაირად ხსნის, რომ სათამაშო მისგან წავიდა და რომ იგი მასვე  უნდა დაუბრუნდეს-აი, ეს ეს მიმართება განიცდება მის მიერ და ამრიგად ყურადღების საგნად იქცევა .       
                აქედან ნათლად სჩანს, თუ როგორ მიჰყავს ბავშვი თამაშის აქტივაციას გააზრებულ ქმედებამდე ანუ ინტერნაციონალური რალაციის წვდომამდე. თუმცა საინტერესოა იმის გარკვევა, თუ რა დროიდან უჩნდება ბავშვს იარაღის გამოყენების უნარი: ამ საკითხის ნათელსაყოფად შეგვიძლია დავახასიათოდ შ. ბიულერის სპეციალური ცდა. იგი ასე მოიქცა მოათავსა ბავშვისათვის საინტერესო საჭმელი ისეთ ადგილას, რომ ბავშვს იგი კარგად დაენახა, მაგრამ ხელით ვერ მისწვდა მას. თუმცა მის ახლო მოწევა და ამგვარად ხელში ჩაგდება შეიძლებოდა, რადგან იგი საჭმელზე იყო მიმაგრებული. იმისათვის რომ, ბავშვს ძაფით ესარგებლა, იგი უნდა წვდომოდა მიმართებას მიზანსა და საშუალებას შორის, იგი მიმხვდარიყო წინასწარ, რომ საჭმლის მოწევა ძაფის საშუალებით შეიძლებოდა.
                ამრიგად, ამ ცდაზე დაყრდნობით შეგვიძლია დავასკვნათ, რომ უკვე ათი თვის ბავშვს საგანთა ურთიერთმიმართების  პირველი აზრი უჩნდება.
                დასახელებულ მკვლევართა  და ჩატარებული ცდების საფუძველზე მივედით დასკვნემდე, რომ  სენსომოტორული სტადიის ყველა ეტაპი ფსიქოლოგიური თვალსაზრისით რთულია და ერთმანეთთან მჭიდროდაა დაკავშირებული. ფსიქოლოგიური ტერმინებით წვდომის ე.წ. ტაცების, ჭვრეტის ეტაპს ბიოლოგიური განვითარების პარალელურად ცვლის ე. წ. ,,ექსპერიმენტული თამაშის „ფაზა, მომდევნო ეტაპზე მას ენაცვლება ინტერნაციონალური რელაციის წვდომის ანუ აზროვნების დაბადების სტადია, თუმცა მას  ინტერაქციის დაბადების ფაზა უსწრებს წინ, რაც გვაძლევს იმის საშუალებას დავასკვნათ, რომ თამაშის აქტივაციას ფსიქოლოგიური თვალსაზრისით ,,უმტკივნეულოდ“, ზედმეტი დაძაბვის გარეშე ბავშვი გადაჰყავს აზროვნების ეტაპზე. თუმცა კოგნიტური განვითარების მომდევნო სტადიებზეც თამაში კოგნატურ პროცესებში წამყვან როლს ასრულებს. იგი მიღებული საშუალებაა ადამიანის ცხოვრების ყველა ეტაპზე, როგორც დასახული ამოცანების განხორციელების ისე არსებული პრობლემების მოგვარების თვალსაზრისით.




1.3.თამაშის თეორიები

                ცოცხალი ორგანიზმი გარკვეული მოთხოვნილების დაკმაყოფილებას განსაზღვრული მოძრაობების საშუალებით ცდილობს: ან გაურბის მტერს  ან  შეუტევს  მას ან ეძებს და აგროვებს საკვებს, თუ სხვაგვარად მისი მოხმარება არ შეიძლება. ადამიანისათვის ანსაკუთრებით  ეს უკანასკნელია დამახასიათებელი: იგი თავის რთულ მატერიალურ მოთხოვნილებათა დასაკმაყოფილებლად მოცემულ ნივთიერ მასალას სათანადო მიმართულებად გარდაქმნის. ამ საკითხთან მიმართებაში შეიქმნა მნიშვნელოვანი თეორიები, რომლებიც აღნიშნულ პროცესს საინტერესოდ  ახასიათებენ:
I.            ბრიტანელი ფილოსოფოსისა და სოციოლოგის ჰერბერტ სპენსერის თეორია იმ აზრს ემყარება, რომ ბავშვის ორგანიზმში მეტი ენერგია გროვდება, ვიდრე მის აქტუალურ მოთხოვნილებათა დასაკმაყოფილებლადაა საჭირო. ეს ზედმეტი ენერგია ესწრაფვის  და იმ მოძრაობათა სახით იჩენს თავს, რომელთაც ბავშვის აქტუალურ მოთხოვნილებათა დაკმაყოფილებასთან საერთო არაფერი აქვთ და რომელნიც ამიტომ ე. წ. თამაშის შინაარსს ქმნიან. თამაში ამგვარად, ჭარბი ენერგიის განტვირტვის მიზანს ემსახურება. რა თქმა უნდა, ეს მიზანი ბავშვის მიერ სუბიექტურად არ განიცდება: იგი მხოლოდ მისი თამაშის მოძრაობის ობიექტურ აზრს შეადგენს.
II.            ავსტრიელი ფსიქოლოგის კ. გროსის ცნობილი თეორიის მიხედვით თამაშის მოძრაობები უშუალოდ  თითქმის არავითარ მიზანს არ ემსახურებიან, მაგრამ უეჭველია, რომ მათ მაინც მნიშვნელობა აქვთ: თამაშის საშუალებით ბავშვი მომავალი, სერიოზული ცხოვრებისათვის ემზადება –თამაშის პროცესში იგი სწორედ იმ ფუნქციებს ამოქმედებს, რომელნიც შემდეგ ცხოვრების ამოცანათა გადასაჭრელად გამოადგება. თამაში მაშასადამე პროცესია, რომელიც ბავშვს სერიოზული ცხოვრებისათვის ამზადებს. ამიტომ გასაგებია, რომ თამაშს სრულიად გარკვეული შინაარსი აქვს: ბავშვი ტიტინობს, თითქოს იგი ლაპარაკობდეს: ნამდვილად იგი ემზადება ამ უკანასკნელისათვის.
III.                ასევე ცალმხრივ თეორიას იძლევა  შ. ბიულერიც. ვერც სპენსერისა და ვერც გროსის თეორია საკმარის ანგარიშს ვერ უწევს ერთ დამახსიათებელ  ფაქტს, რომელიც ყოველ თამაშს ახლავს თან: იმ ხალისს რომლითაც ბავშვი ხშირად ერთსა და იმავე მოძრაობას იმეორებს: იმ გატაცებას, რომლითაც იგი თამაშის პროცესში ათასგვარ სუბიექტურად უაზრო მანიპულაციას აწარმოებს: მართლაცდა რა აიძულებს ბავშვს თავისი თამაშის ოპერაციები ეგოდენი დაჟინებით აწარმოოს? რა იმპულსი აქვს მას ამისათვის? შ. ბიულერი სწორედ ამ საკითხზე იძლევა პასუხს. ის ფიქრობს, რომ გარდა იმ სიამოვნებისა , რომელსაც მოცემული მოთხოვნილების დაკმაყოფილების შედეგად ვღებულობთ, კიდევ უნდა არსებობდეს ერთი თავისებური სახე სიამოვნებისა, რომელსაც მოცემული მოთხოვნილების დაკმაყოფილების შედეგად ვღებულობ, კიდევ უნდა არსებობდეს ერთი თავისებური სახე სიამოვნებისა, რომლისთვისაც დამახასიათებელია ამა თუ იმ ფუნქციის ამოქმედება, ამიტომ შ. ბიულერი ამ სიამოვნებას ფუნქციის სიამოვნებას (Funqtionslust) .  ბიულერის თეორიაც უეჭველად სწორ დაკვირვებას ეყრდნობა. მართლაცდა თამაშის პროცესში რომ ბავშვი სიამოვნებას განიცდის  და რომ ეს სიამოვნება მის ბიოლოგიურ მოთხოვნილებათა დაკმაყოფილების ნიადაგზე აღძრული სიამოვნება   რომ არაა, ეს უეჭველია. მაგრამ აქედან არ გამომდინარეობს, რომ თამაშის არსი სწორედ ამ განცდაში, ე. ი. ფუნქციონალურ სიამოვნებაში, უნდა ვეძიოთ. ეს რომ ასე ყოფილიყო, მაშინ თამაშის ყველა თავისებურება, როგორც თავისი არსიდან, მარტო ფუნქციონალური სიამოვნების ცდებიდან უნდა გამომდინარებულიყო  და გროსის თეორიის ძირითადი პრინციპების მიღება ბიულერისათვის ან სრულიად არ უნდა ყოფილიყო საჭირო ანდა ნაჩვენები უნდა ყოფილიყო, თუ როგორ გამომდინარეობს თამაშის კონცეფცია, როგორც მოსამზადებელი სკოლისა, სწორედ ამ პრინციპიდან. მაშ, როგორ უნდა გვესმოდეს თამაშის ძირითადი არსი?  ყოველი ცოცხალი ორგანიზმის ბუნებრივ მდგომარეობას მოძრაობა, აქტივობა შეადგენს. ეს იმას ნიშნავს რომ, შეუძლებელია მას რაიმე ძალა, რაიმე  ფუნქცია ჰქონდეს და ეს უკანასკნელი მანამ უმოქმედოდ იყოს დაცული, სანამ ამ მდგომარეობიდან მას რაიმე გარე იმპულსი არ გამოიყვანს. ამა თუ იმ ფუნქციას, ამა თუ იმ ძალის არსებობა ბუნებრივად მის მოქმედებას, მის აქტივობას ნიშნავს. სხვანაირად არც შეიძლება იყოს: საქმე ისაა,  რომ  ყოველს შინაგანს გარეგანი ესაჭიროება, ყოველ ფუნქციას  შესაბამისი  ობიექტი. მაშასადამე, შეუძლებელია იგი ისე არსებობდეს რომ, ამ გარეგანისაკენ არ ისწრაფვოდეს. ამიტომ არ არის აუცილებელი რომ, ცოცხალი ორგანიზმისათვის მისი ძალების ასამოქმედებლად უთუოდ სასიცოცხლო მოთხოვნილების ნიადაგზე გარე გამღიზიანებელის იძულებითი ზემოქმედება იყოს საჭირო. ცოცხალი ორგანიზმის ეს ბუნებრივი თავისებურება, როგორც ვიცით, ფუნქციონალური ტანდენციის სახით იჩენს თავს.
ამრიგად, თამაშის ძირითად არსს, მის შინაგან ბუნებას, ბავშვის ბიოლოგიურად არა აქტუალურ შესაძლებლობათა ფუნქციონალური ტენდენციის იმპულსით გამოწვეული აქტივაცია შეადგენს. ერთი სიტყვით, თამაშში სწორედ ის ძალები მოქმედებენ  მაშასადამე, ვითარდებიან და იწვრთებიან, რომელნიც ზრდადამთავრებული  ადამიანის  ცხოვრების ამოცანათა გადასაჭრელად არიან აუცილებელი.  აქედან გამომდინარე თამაში, მართლაც, მომავალი ცხოვრებისათვის საჭირო ძალების მოსამზადებელ  სკოლას  წარმოადგენს. აქედანვე ნათელი ხდება ისიც, თუ რა დამოკიდებულებაში იმყოფებიან ურთიერთთან თამაშისა და სერიოზული საქმიანობის ქცევის ფორმები. ყოველი ცალკე ინდივიდის განვითარების ისტორიაში  პირველი წინ უსწრებს მეორეს: ბავშვი ჯერ თამაშობს და მხოლოდ შემდეგ იწყებს სერიოზულ საქმიანობას. მაგრამ რადგანაც თამაშის შემთხვევაში სწორედ იმ ფუნქციების სისტემათა ამოქმედებასთან  გვაქვს საქმე, რომელნიც ბავშვის წინაპართა სერიოზული ქცევის პროცესში განვითარდნენ, ხოლო ბავშვს მემკვიდრეობით  გადაეცნენ,  ცხადია, ფილოგენეტურად სერიოზული საქმიანობა უსწრებს წინ თამაშს. თამაში სასკოლო ასაკი ბავშვის ფიზიკური განვითარების ერთ-ერთი პირობაა. ბავშვის ასაკობრივი გარემო ისეთია, რომ იგი მას ამ ენერგიის სარეალიზაციო კალაპოტად სწავლას აწვდის. მეორე მხრივ, ჩვენ დავრწმუნდით, რომ თვითონ მოზარდი სწორედ ამ მიმართულებით გრძნობს აქტივობის იმპულსს. იბადება კითხვა- არსებობს რაიმე კავშირი ბავშვის ფიზიკური ორგანიზმის გაძლიერებასა და სწავლისადმი ინტერესის განმტკიცებას შორის თუ არა?
სწავლის მოთხოვნილებას ცოდნის წყურვილი უდევს საფუძვლად, ის თავისებური  მოთხოვნილებაა, რომელიც ცნობისმოყვარეობისა და ცოდნისმოყვარეობით იჩენს თავს. ეს მოთხოვნილება უკვე ადრეული ბავშვობის პირველსავე საფეხურზე დასტურდება  და ამის შემდეგ სულ უფრო და უფრო მკვეთრი გამოვლინებისაკენ ისწრაფვის. შ. ბიულერის მოწმობით, იგი მეხსიერებაში იჩენს თავს.
   სასკოლო ასაკში მდგომარეობა იცვლება: ყოველ შემთხვევაში, მის ქცევას ახლა –კრიტიკულ მომენტში მაინც, სწორედ ობიექტივაციამდელი სინამდვილე განსაზღვრევს: იგი არა გამღიზიანებლის ზემოქმედებაზე იძლევა რეაქციას, არამედ გამღიზიანებლის, როგორც ასეთსა და ასეთი  ობიექტის, მოქმედებაზე. და აი ჩვენი საკითხიც სწორედ იმაში მდგომარეობს, თუ სინამდვილის რა მომენტების ობიექტივაციის უნარი უმწიფდება სასკოლო ასაკის ბავშვს და რა თანმიმდევრობით  ხდება ეს.
   პირველ ნაკადს ინტელექტუალური ინტერესი შეადგენს, თუ იგი ბავშვის თეორიული მიმართულებით აქტივობის ტანდენციას წარმოადგენს, მაგრამ ნაკადი მოტორული აქტივობის იმპულსების თავისებურებაში იჩენს თავს.  ჩვენ ვიცით, რომ  სასკოლო ასაკის ბავშვის ენერგიის მოჭარბებას ფიზიკური განვითარების თავისებურება განსაზღვრავს და რომ თავის განსახიერებას იგი პირველ რიგში ფიზიკური ენერგიის, კუნთური ძალღონის გაძლიერების ფაქტში პოულობს. მარტო ეს ფაქტი კმარა იმისთვის, რომ წინასწარ ვიგულისხმოთ, რომელი სასკოლო ასაკის მოტორული აპარატი უნდა იყოს აქტივობის განსაკუთრებული იმპულსებით აღბეჭდილი.




თავი 2.
2.1.უცხო ენის გაკვეთილის სოციალური ფორმატი

                ცნებას ,,უცხო ენის გაკვეთილი“ ძალიან ხშირად ვხვდებით საგნობრივ ლიტერატურაში. ზოგადად, ამ ცნების ქვეშ იგულისხმება გაკვეთილი, რომელზეც მოსწავლე სწავლობს მისი მშობლიური ენისაგან განსხვავებულ ენას.
                ამ ცნების ქვეშ, იგულისხმება გაკვეთილი, რომელზეც მასწავლებელი ცდილობს, მოსწავლეებს გადასცეს ცოდნა უცხო ქვეყნის შესახებ და გაუწიოს მეგზურობა უცხო ქვეყნის, უცხო ხალხის ცხოვრებისეული წეს-ჩვეულებების  აღქმა-გაგების კუთხით. თუმცა უცხო ენის შესწავლა მხოლოდ გაკვეთილზე არ ხდება, მისი შესწავლა შესაძლებელია  უცხოელთან კომუნიკაციით ან ასევე სხვადასხვა სიტუაციაში რომელიმე კონკრეტულ ქვეყანაში. თავისუფალი ენციკოლოპედია, ვიკიპედია განმარტავს:
                ,,--- რომ უცხო ენის გაკვეთილი მიუთითებს ისეთი ენის სწავლებასა და შესწავლას, რომელიც მშობლიურ ენას არ განეკუთვნება---„
ამიტომ  უცხო ენის მასწავლებელს ევალება გარკვეული პრინციპების გათვალისწინება:
1.      გამოცდილების ორიენტაცია–მოსწავლეები, რომლებიც უცხო ენას სწავლობენ, აქვთ საკუთარი მშობლიური ენის გამოყენების გამოცდილება. ამრიგად, მშობლიური ენის ცოდნამ მეგზურობა უნდა გაუწიოს მოსწავლეებს უცხო ენის შესწავლის პროცესში.
2.      საჭიროების ორიენტაცია– სწავლის პროცესის სიმარტივისათვის უმნიშვნელოვანესია, არა მარტო შესასწავლი საგნისადმი ინტერესი, ასევე პოზიტიური/დადებითი შეხედულება სასწავლო გარემოსა და ჯგუფზე, რომელიც უცხო ენით დაინტერესებული მოსწავლეებითაა დაკომპლექტებული. სასწავლო მოთხოვნილება გულისხმობს არა მარტო                      გარკვეული ენობრივი გამოხატვის საშუალებების გამომუშავება/შეძენას, არამედ სწავლის მეთოდს.
3.      სინამდვილის ორიენტაცია– სინამდვილე ეხება მოსწავლის ახლანდელი და მომავალი ცხოვრების სამყაროს. ეს ეხება ფაქტიურ თუ შესაძლებელ, მოსალოდნელ თუ მოულოდნელ ცხოვრებისეულ სიტუაციებს, რომელშიაც შეიძლება მოსწავლე აღმოჩნდეს.
4.      მოქმედების ორიენტაცია–,,სწავლა მოქმედებით“, მოსწავლეები, რომლებიც ენას სწავლობენ, ხვდებიან ხშირად, როგორც შესაძლებელია, ენობრივ ,,აქციაში“ ანუ სხვა სიტყვებით  რომ ვთქვათ, მოსწავლე რეაგირებას ახდენს სრულიად შემთხვევით და არა წინასწარ განსაზღვრულ დავალებათა მიხედვით.
5.      რეფლექსიის ორიენტაცია, გაცნობიერებულად განხორციელებული რეფლექსია იცავს და ამარტივებს  სწავლის პროცესს. მოსწავლეებს შეუძლიათ მოქმედებები დაალაგონ და მისი მსვლელობა გააკონტროლოს. როცა მოსწავლე ენობრივ საგნებს შორის კავშირს აღმოაჩენს, მათში თავისთავად ხდება რეფლექსიის გაცნობიერებულად განხორციელება.
                მოცემული პრინციპების გათვალისწინებით შესაძლებელია უცხო ენის გაკვეთილის მიზნის მიღწევა.
                დღევანდელი საზოგადოებრივი მოთხოვნებიდან გამომდინარე, აუცილებელია რომ, მოსწავლეებმა არა მარტო ერთი უცხო ენა, არამედ რამდენიმე ენა უნდა შეისწავლონ,  როგორც ვიკიპედია გადმოგვცემს: ,,---1995 წელს ევროპულმა კომისიამ თეთრ წიგნში ,,სწავლება და სწავლა“, დაამტკიცა რომ, ყოველი მოსწავლე უნდა ფლობდეს იმ ორ უცხო ენას, რომელზეც საუბრობს ევროპული კომისიის წევრები“.
                ევროპის ქვეყნებში ბავშვები საშუალოდ კვირაში სწავლობენ 3-4 საათს უცხო ენას. ჩვეულებრივ მოსწავლეები უცხო ენათა სწავლას იწყებენ დაწყებითი კლასების დასრულების შემდეგ. აგრეთვე, გერმანული ისწავლება ევროპის კავშირის და მახლობელ ქვეყნებში. ევრო კავშირის სკოლებში მოსწავლეთა 13% სწავლობს გერმანულს, როგორც უცხო ენას I სექციაში, დაახლოებით 20% კი II სექციაში. ჩვენს ქვეყანაში პირველი უცხო ენის შესწავლას იწყებენ  III კლასიდან, ეს კი წინა პირობას უქმნის მოსწავლეს და ამზადებს მეორე უცხო ენისთვის, რომლის შესწავლასაც ის  III კლასიდან იწყებს. ზოგადად უცხო ენის შესწავლისთვის  აუცილებელია ბავშვებში შესაბამისი უნარ-ჩვევებისა და კომპეტენციების გამომუშავება, რის შესაძლებლობასაც მათ შესაბამისი დავალებები და სავარჯიშოები  აძლევს.



2.2  უცხო ენის გაკვეთილი და საკომპეტენციო აქტივობები

                უცხო ენის გაკვეთილის მიზანი არა მარტო გრამატიკისა და სიტყვათა მარაგის შესავსები გაკვეთილი, არამედ მოსწავლეებში უმნიშვნელოვანეს კომპეტენციათა განვითარებაა. ამ უკანასკნელის ფორმირება სრულყოფისათვის კი თამაში ერთადერთი უნიკალური მეთოდია, რომელიც უზრუნველყოფს მათ მარტივი და ყოველგვარი დაძაბვის გარეშე  განვითარება–სრულყოფას.
                კომპეტენციათა განვითარების წყალობით იღებენ მოსწავლეები ცოდნას, უნარჩვევებს, მოსაზრებებს და ღირებულებებს, რომლებიც შემდგომში მათ ეხმარებათ არა მარტო სწავლის  პროცესში არსებული ამოცანების გადაჭრაში, ასევე ყოველდღიურ ცხოვრებაში.
                ყველგან, მთელი ევროპის მაშტაბით წინა პლანზე გადმოვიდა უმნიშვნელოვანესი კომპეტენციები. ისინი შეიძლება სხვაგვარად დასახელდეს, თუმცა არსებითი და მთავარი მაინც იგივე ჩება.
                ვინაიდან სადიპლომოს ამ თავის თემა კომუნიკაციურ უნარჩვევებზეა ორიენტირებული, ამიტომაც განსაკუთრებულ როლს თამაშობს უმნიშვნელოვანეს კომპეტენციათა განვითარება კონკრეტულად ამ სფეროში.
                სწორედ ეს განვითარება თითქოს ვიწროდ არის დაკავშირებული თამაშობრივ აქტივაციასთან, თუმცა ეს კომპეტენციები უპირველეს ყოვლისა თამაშობრივი აქტივაციით შეიძლება განვითარდეს.
                მოსწავლეებმა წარმატებული სწავლისათვის უნდა აითვისონ ეფექტური სტრატეგიები, რომლებიც მათ უცხო ენის დაუფლებაში დაეხმარებათ. მასწავლებელი მართავს მოსწავლეებს აქტიური სწავლების საინტერესო და მრავალფეროვანი მეთოდების საშუალებით გაკვეთილის მსვლელობისას. მოსწავლეებმა კი თავის მხრივ საჭირო ინფორმაციის მოპოვება უნდა  შეძლონ უკვე დამხმარე სახელმძღვანელოებისა თუ სხვადასხვა მასალების, კერძოდ, ლექსიკონებისა და გაზეთების დახმარებით.
                მოსწავლეებს უნდა გამოუმუშავდეთ ის შესაძლებლობები, რომლითაც  ისინი შეძლებენ ანალოგიების გამოყენებას და უცნობ ტექსტში დაბრკოლების გარეშე ორიენტირებას. არსებობს ასევე სხვა მანიშვნელოვანი კომპეტენციები, ესენია:
·         პრობლემის გადაჭრის კომპეტენციები.
მოსწავლეებმა უნდა შეისწავლონ უმცირესი პასიური უცხო ენობრივი ინსტრუქციები იმ მასალებში, რომლებშიაც ისინი მუშაობდნენ. მათ უნდა ემუშავათ დამოუკიდებლად ყოველგვარი მითითებისა თუ შემდგომში განხილვის გარეშე. სწორედ ამ შესაძლებლობის თუ უნარის განვითარებისათვის გამოიყენება აგრეთვე პროექტი გაკვეთილი, რომელშიაც მოსწავლე თავად მოიპოვებს ახალ ინფორმაციას სხვადასხვა საინფორმაციო წყაროებზე დაყრდნობით, შემდგომ დამოუკიდებლად გამოაქვთ დასკვნები და ყოველგვარი დახმარების გარეშე მუშაობს მასზე.
·         კომუნიკაციური კომპეტენციები:
უცხო ენის გაკვეთილის მიზანია საუბარი. არსებითია კომუნიკაციის წარმართვა, თუმცა ნაკლებ მნიშვნელოვანია ის შეცდომებით  წარიმართება თუ ნაკლებ შეცდომები იქნება. უმთავრესი მიზანი ამგვარი გაკვეთილისა მდგომარეობს იმაში, რომ კომუნიკაცია შედგეს და მოსწავლეს საუბრის კომპლექსი მოეხსნას. ამგვარი გაკვეთილები მოსწავლეს აძლევს შესაძლებლობას სხვადასხვა სიტუაციაში კომუნიკაციისათვის. ამ მიზნის მისაღწავად მასწავლებელი გაკვეთილის მსვლელობისას უბიძგებს საკუთარი მოსაზრებებისა და შეხედულებების ჩამოყალიბებისაკენ. მასწავლებელმა მოსწავლეებს უნდა შეუქმნას ბუნებრივი სიტუაცია, რომელშიაც მოსწავლეები არა მარტო მოკლე დიალოგის წარმართვას, არამედ საკმაოდ ფართო მაშტაბიან კომუნიკაციას შეძლებენ. ამ კომპეტენციის განვითარებას ემსახურება სხვადასხვა დიალოგები, თამაშები  და  სიმღერები. მოსწავლეები სწავლობენ სხვადასხვა ტიპის ტექსტებთან მუშაობას. როცა მასწავლებელს შესაძლებლობა აქვს და გარემოება ხელს უწყობს, შეუძლიათ გამოიყენონ ონლაინ სავარჯიშოები, რაც უფრო ეფექტურს ხდის სასწავლო პროცესს.
·         სოციალური და პერსონალური კომპეტენციები:
გაკვეთილზე თავიდანვე უნდა იყოს გამოყენებული  სოციალური ფორმები და ასევე მათი ეფექტური ვარირებით უნდა მოხდეს გაკვეთილის მსვლელობის გაუმჯობესება, რომ მიზანზე ორიენტირებული შედეგი მივიღოთ. ასეთი სოციალური ფორმებია _ფრონტალური გაკვეთილი და დამოუკიდებელი მუშაობა. თავიდან მასწავლებელი ქმნის მოსწავლეთა საკლასო მუშაობისათვის ჯგუფებს, მოგვიანებით  კი, თვითონ მოსწავლეები  ირჩევენ ჯგუფებს. ასევე ძალიან ეფექტურია ამგვარი მუშაობისათვის  Stationenlernen. ვიკიპედია განმარტავს(Das Stationenlernen, auch als lernen an Stationen, Stationenbetrieb, Stationenarbeit Lernzirkel bzv.Lerntheke bezeichnet, ist eine Lerntechnik, bei der die Schüler in der Regel selbstständig anhand vorbereiteter Materialien, die in Stationen angeordnet sind, lernen.). ამგვარად, სტაციონენლერნენ წარმოადგენს ისეთ ეფექტურ სწავლის მეთოდს, რომლის დროსაც მოსწავლეები, როგორც წესი, სწავლობენ დამოუკიდებლად ყოველგვარი დამხმარე პირის გარეშე წინასწარ მომზადებული მასალით, რომლებიც სადგურებზეა განლაგებული. ეს მეთოდი ბავშვებში დამოუკიდებლობასა და ცოდნის თვითრეალიზებას უწყობს ხელს.
        ამგვარი გაკვეთილის მსვლელობისას აუცილებელია სუფევდეს მეგობრული, სასიამოვნო ატმოსფერო, ვინაიდან ჯგუფის ყველა წევრის სურვილი და მიზანი უცხო ენის შესწავლა /დაუფლებაა.
·         მოსწავლის შესაძლებლობები:
მოსწავლე უცხო ენის  საშუალებით უფრო ღრმად წვდება იდენტურობის არსს. მაგალითად: დიალოგური დავალებების საშუალებით, რომლებშიაც მოსწავლე უცხო ქვეყნის მოქალაქესთან, სხვა ტრადიციების, წეს–ჩვეულებების მატარებელ პირს უზიარებს  და აცნობს თავისი ქვეყნის  შესახებ საინტერესო ინფორმაციებს  მათთვის საინტერესო სფეროებიდან. თუ ზოგჯერ ამის საშუალება არ არის მოსწავლეებს შეუძლიათ მათთვის საინტერესო საკითხები ამა თუ იმ ერის შესახებ ინტერნეტის საშუალებით მოიპოვონ.
·         მუშაობისათვის საჭირო კომპეტენციები:
მოსწავლის უშუალო მოვალეობად ითვლება მოსწავლე მიმართოს დამოუკიდებელი მუშაობისაკენ, რაც თავისთავად  გულისხმობს მოსწავლის დამოუკიდებელ მუშაობას სხვადასხვა სახის ლექსიკონებთან, გრამატიკულ სახელმძღვანელოებთან, იმფორმაციის მოძიებას, როგორც ინტერნეტით, ისე უცხოური ჟურნალ–გაზეთებით. მასწავლებლის მეთოდოლოგიაში ასევე საკმაოდ ეფექტური  მეთოდია, როცა ის მოსწავლეს ხანგრძლივი დროით შესასრულებელ დავალებას აძლევს. ამგვარი დავალებები უყალიბებენ მოსწავლეს დამოუკიდებელი, სისტემური მუშაობის უნარებსა და პასუხისმგებლობას, რაც ასევე მას დამოუკიდებელ პიროვნებად ჩამოყალიბების  ყველა პირობას უქმნის. ყველა ზემოთ დასახელებული კომპეტენციებიდან უცხო ენის გაკვეთილისათვის უმნიშვნელოვანესია კომუნიკაციური კომპეტენცია, რაც დიალოგის უკომპლექსოდ წარმართვას უწყობს ხელს. მეორე ადგილს იკავებს სოციალური კომპეტენცია, რაც ყველაზე უკეთ სჩანს ჯგუფური მუშაობისას. მოსწავლეს ჯგუფის სხვა წევრებთან  უნდა ჰქონდეს მეგობრული ურთიერთობა, უნდა მოუსმინონ ერთმანეთს, საკვანძო საკითხები ერთობლივად განიხილონ, მოუსმინონ  ჯგუფში შემავალი თვითოეული წევრის მსჯელობას და გამოიტანონ დასკვნა.
თუმცა კომუნიკაციური  კომპეტენციებისთვის განმსაზღვრელია    საუბრის  შემდეგი  უნარ–ჩვევები:
                                                        I.            რეცეპტიული
                                                     II.            პროდუქტიული
                                                  III.            ინტერაქტიული
                თვითოეული საუბრის უნარ–ჩვევას წინასწარ განსაზღვრული შედეგი აქვს, რომელებსაც მოსწავლეებმა სკოლის მიერ წაყენებულ მოვალეობათა განხორციელების შემდეგ უნდა მიაღწიონ. სწორედ ეს მოსალოდნელი შედეგები განსაზღვრულია პირველი და მეორე საფეხურის მოსწავლეთათვის. აუცილებელია თვითოეული ამ  უნარის  დახასიათება:

I რეცეპტული საუბრის უნარ–ჩვევა:
იგი გულისხმობს შემდეგს: მოსწავლეს უნდა შეეძლოს
ა) განსაზღვრული მოცულობის ტექსტების ხმამაღლა, თავისუფლად  და კორექტულად (ფონეტიკური თვალსაზრისით) კითხვა.
ბ) მარტივი სასწავლო ტექსტის მოცულობის და აუთენტური მასალის მოცულობის აღქმა ვიზუალური საყრდენის დახმარებით.
გ)  ტექსტში ნაცნობი გამონათქვამებისა და შესიტყვებების მოძიება და კითხვებზე პასუხის მოძებნა.
დ)  მარტივად და გასაგებად გადმოცემული მიმართვებისა და დიალოგის აღქმა.
ე) უცხო სიტყვათა მნიშვნელობის ამოცნობა კონტექსტის მეშვეობით.
ვ) ორენოვანი ლექსიკონის გამოყენება და მასში ინფორმაციის ან სიტყვის მნიშვნელობის მოძიება.

II. პროდუქტიული საუბრის უნარჩვევა:
მოსწავლეს უნდა შეეძლოს:
ა) მარტივი(ზეპირი თუ წერილობითი) ინფორმაციის შექმნა, რომელიც ოჯახის სფეროს, სკოლის ან სხვა ცნობილ სიტუაციებს აღწერს.
ბ)  მარტივ წინადადებათა გრამატიკულად სწორი ფორმებით შედგენა, ხოლო შემდეგ მარტივ წინადადებათა ვარირებით მოკლე ტექსტების შექმნა.
გ)  დიდ და რთულ ტექსტში გადმოცემული საუბრისა და მიმართვის მოკლედ და პროდუქტიულად გადმოცემა.
დ)  დიდი მოცულობის ტექსტიდან საკმაოდ მოკლე შინაარსის/ ინფორმაციის ამოკრება.
III ინტერაქციული უნარ–ჩვევა
მოსწავლეს უნდა შეეძლოს: ყოველდღიური სიტუაციის აღქმა და წვდომა.





2.3. უნარ-ჩვევების ეტაპობრივი განვითარება

           უნარი არის ადამიანის (ფიზიკური და ფსიქიკური)შესაძლებლობა, პოტენციალი. ადამიანის უნარების საფუძველს ქმნის გარკვეული თანდაყოლილი ნასახები, კერძოდ, ანატომიურ-ფიზიოლოგიური თავისებურებები, ნერვული სისტემა, მემკვიდრეობითი თავისებურებები და ა. შ.; უნარი მხოლოდ შესაძლებლობის, მხოლოდ პოტენციის სახითაა მოცემული. ხოლო უნარის შემდგომი განვითარება დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად მიეცემა ადამიანს ამ უნარის განვითარების შესაძლებლობა (მაგ. შესაბამისი წვრთნა, ცხოვრების პირობები და მოთხოვნები და სხვა) (10.22).
                თუ  ადამიანი აწარმოებს სათანადო მოქმედებას –მას თანდაყოლილი უნარიდან გარკვეული უნარ-ჩვევა განუვითარდება, ხოლო თუ მას არ ექნება სათანადო პირობები, თუ არ ისწავლის, არ იმუშავებს სათანადო მიმართულებით, მაშინ მას ეს უნარ-ჩვევა აღარ განუვითარდება. უნარ-ჩვევა იგივე უნარია, რომელიც ძირითადად ნასწავლია და წვრთნის შედეგადაა განვითარებული. იგი მოიცავს ისეთი ქმედებების განხორციელებას, რომლებიც მიზნად ისახავს სასურველი მიზნების მიღწევას. დ. უზნაძე უნარ-ჩვევას უწოდებს ნიჭს.
                უნარ-ჩვევების განვითარება უნდა განხორციელდეს ეტაპობრივად. იმისათვის რომ მოსწავლე თავისუფლად იყენებდეს აზროვნების ქვედა დონეებს აზროვნების ზედა დონეზე, საჭიროა შესაბამისად იყოს გავარჯიშებული (2.21). ეს კი გულისხმობს უნარ-ჩვევების ეტაპობრივ განვითარებას. ამ მიზნის მისაღწევად საჭიროა მოსწავლემ სამი ფაზა გაიაროს.უნარ-ჩვევეის ათვისების ფაზებია: წვდომა, ათვისება-გავარჯიშება და ავტორიზაცია.
             ^ წვდომის ფაზა.
                წვდომის ფაზაში ხდება შესასწავლი ოპერაციის გაგება და მისი განხორციელების მექანიზმის გაცნობიერება. ამ პროცესის დროს ყურადღება და ძალისხმევა წარიმართება ახალი ოპერაციის წვდომაზე, შეცნობასა და გაგება-გარკვევაზე.
           ^^ ათვისების ანუ გავარჯიშების ფაზა.
                ათვისება გავარჯიშების ფაზაში ხდება პირველ ეტაპზე გაგებული ოპერაციის/ინფორმაციის გამოყენება პროცედურულად. გავარჯიშება ხორციელდება გარკვეული მოცემულობის ფარგლებში. მოსწავლეს ამ დროს არ შეუძლია კომპლექსური დავალების შესრულება, რომელიც სხვა ინფორმაციისა და ოპერაციის გამოყენებასაც მოითხოვს.
            ^^^  ავტომატიზაციის ანუ დაუფლების ფაზა.
                ავტომატიზაციის ფაზაში ოპერაცია სრულდება სწრაფად, თავისუფლად, დაძაბულობის გარეშე. მოსწავლე აღარ ფიქრობს წესებსა და კანონებზე. მისი ძალისხმევა მიმართულია უნარ-ჩვევის (ცოდნის) კონტექსტის შესაბამისად გამოყენებაზე.
                ხშირია შემთხვევა სასწავლო პროცესში, როდესაც კომპლექსური ხასიათის დავალებასთან დაკავშირებით გვაქვს ორმაგი მიზანი: ერთი– აღქმა-გაგებაზე მიმართული, მეორე – შექმნა-წარმოებაზე მიმართული. მათემატიკაში ეს შეიძლება იყოს, ერთი მხრივ, კომპლექსური მოდელის გააზრება და, მეორე მხრივ, იმავე ტიპის მოდელის შექმნა; უცხო ენაში ეს შეიძლება იყოს ტექსტის გაგება-გააზრება და იმავე ტიპის ტექსტის შედგენა, სახვით ხელოვნებაში. ეს შეიძლება იყოს გარკვეული ჟანრის ნახატზე მსჯელობა და ამავე ჟანრის ნახატის შექმნა და სხვა.
                როგორ უზრუნველვყოთ თანამდევრული და წარმატებული სვლა აღქმა-გაგებიდან შექმნამდე? ამისათვის აუცილებელია:
·         ზუსტად განვსაზღვროთ, თუ რა პროდუქტის მიღება გვინდა მესამე ფაზაში.
·         განვსაზღვროთ, ამ პროდუქტის შექმნა რა ცოდნას და უნარ-ჩვევებს ითხოვს მოსწავლისაგან, ანუ დავშალოთ კომპლექსური ხასიათის მიზანი შემადგენელ მარტივ ნაწილებად/ქვემიზნებად და ამაზე შევადგინოთ შინაარსის რუკა, რათა მკაფიოდ დავადგინოთ მოსწავლეთა საჭიროებები ამ პროდუქტის შექმნასთან მიმართებით.
·         მოსწავლეთა საჭიროებებიდან გამომდინარე, განვსაზღვროთ სასწავლო მიზნები და შევადგინოთ შესაბამისი აქტივობები, რომლებიც უზრუნველყოფენ აუცილებელი უნარ-ჩვევების განვითარებას პირველ და მეორე ფაზაში. ამით მოვამზადებთ მოსწავლეს იმისათვის, რომ მან შეძენილი უნარ-ჩვევების სინთეზურად გამოყენება შეძლოს მესამე ფაზაში. აქტივობების შედგენისას უნდა გვახსოვდეს, რომ აღქმა-გაგების უნარის განვითარება ვერ უზრუნველყოფს შექმნა-წარმოების უნარის განვითარებას. სამწუხაროდ, ძალიან ხშირია შემთხვევები, როცა სასწავლო მასალაში ცოდნას ათვისების  მეორე ფაზაში მხოლოდ აღქმა-გაგებაზე ორიენტირებულ სავარჯიშოებს სთავაზობენ  მოსწავლეებს და ისე გადადიან ფლობის  მესამე ფაზაში, რომ  მას მანამდე არ აწვდიან შექმნა-წარმოებაზე ორიენტირებულ სავარჯიშოებს. ეს კი პრობლემებს წარმოშობს: მოუმზადებელი ხვდება კომპლექსური ხასიათის დავალებას. ეს პრობლემები რომ არ წარმოიშვას, აუცილებელია მეორე ფაზაში დავგეგმოთ, როგორც აღქმა-გაგებაზე, ისე შექმნა-წარმოებაზე მიმართული სავარჯიშოები.
·         ცხადია, რომ პირველ ეტაპზე უპირატესობა მიენიჭება აღქმითი ხასიათის სავარჯიშოებს (ამოიცანი, დააჯგუფე, იპოვე, დააკავშირე, შეადარე, გადაახარისხე და სხვა),  მაგრამ  შექმნაზე ორიენტირებული მიზნისკენ სვლის პროცესში თანდათანობით მოიმატებს  და პრიორიტეტულ ადგილს დაიჭერს შექმნა-წარმოებაზე მიმართული სავარჯიშოები (შეცვალე, გადააკეთე, შეადგინე, დაასრულე, ამოხსენი, აწარმოე და სხვა).
                ამრიგად, მოსწავლეთა უნარ-ჩვევების გასავითარებლად  გასათვალისწინებელია აზროვნების დონეების აქტივაციის ხერხები. განვითარების ფაზების გათვალისწინება უზრუნველყოფს გარკვეული ჩვევების შემუშავებას და მოითხოვს ხანგრძლივ, მიზანმიმართულ მუშაობას, რომელიც, მხოლოდ ერთი გაკვეთილით ვერ შემოიფარგლება.  აზროვნების აქტივაციის ხერხების გამოყენებისას ხდება შინაარსის გადამუშავება/შესწავლა მაღალ დონეზე, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ მოსწავლე ეუფლება ანალიზის, შეფასების ან სხვა პროცედურას (4.17).  მოსწავლის სააზროვნო უნარ-ჩვევების სრულყოფილი განვითარებისათვის აუცილებელია ამ პროცედურების განსხვავებულ შინაარსებზე მრავალჯერადად შესრულება.
  




2.4. საუბრის, როგორც ერთ-ერთი უნარ-ჩვევის განვითარება

                უცხო ენის გაკვეთილი ასევე მოითხოვს კომუნიკაციისათვის აუცილებელი უნარის, კერძოდ, საუბრის  უნარ-ჩვევის  ჩამოყალიბებასა და სრულყოფას. იგი არის ადამიანური კომუნიკაციის შემადგენელი ნაწილი. მარტივად რომ ვთქვათ, ყველაფერი რაც შეხედულებათა გამოსახატად ან საუბრის გასათამაშებლად არის საჭირო. თუ ჩვენ გვსურს ვინმეს რაიმე ვუთხრათ, საუბრის წესები გვეხმარება, როგორ უნდა გადავცეთ სათქმელი პარტნიორს და როგორი რეაქცია ექნება ჩვენს მოსაზრებაზე. ამისათვის განვასხვავებთ რამდენიმე ფაზას. რაც კარგად არის მოცემული გერმანელი ფსიქოლოგების გაბრიელე ნეუფ-მიუნკელისა და რეგინე როლანდის წიგნში ,,Fertigkeit Sprechen” ისინი საუბარს სამ საფეხურად ჰყოფენ:
·         კონსტრუქცია–რა უნდა ითქვას და როგორ უნდა ითქვას ადრესატთან და სიტუაციასთან მიმართებაში.
·         ტრანსფორმაცია–წინადადებებად თარგმნა, იმისა თუ რა და როგორ უნდა იქნეს გადმოცემული.
·         ეგზეკუცია–პროცესი, რომელშიაც ინფორმაცია სიტყვიერად გადმოიცემა.
თუმცა ჩეხი  ფსიქოლოგები ვ. იანიკოვა და მიშელს-მცგოვერნი საუბრის აქტში განასხვავებენ შემდეგ კომპეტენციებს:
·        საუბრის ინტენსია– მოსაუბრის საინფორმაციო შეხედულება.
·        მეტყველების ნაწილები–მათი შესატყვისი ფორმების გადმოტანა ენაში.
·        საუბრის სიტუაცია–შესაბამისი მეტყველების ნაწილების შერჩევა კონკრეტულ სასაუბრო სიტუაციაში.
·        მოსაუბრისაგან მიღებული შთაბეჭდილება.
                გასათვალისწინებელია, რომ საუბრის უნარ-ჩვევების განვითარება დამოკიდებულია, როგორც მოსწავლეთა რაოდენობაზე, საკლასო ოთახის ატმოსფეროზე, მათ სოციალურ გარემოსა და თვითონ საკმარისი და საჭირო დავალებების შესრულებაზე.  ეს კი განსაზღვრულია უშუალოდ თამაშის მეთოდისათვის.



 2.5. საკომუნიკაციო სავარჯიშოთა ტიპოლოგია

                თამაშის მეთოდის ეფექტურად წარმართვისათვის  უცხო ენის გაკვეთილზე იყენებენ სხვადასხვა ტიპის დავალებებს, რომელთა ტიპები ვ.იანიკოვასა და მიშელს-მცგოვერნს თავის სახელმძღვანელოში ,,მეთოდიკა და დიდაქტიკა გერმანული ენის, როგორც უცხო ენის გაკვეთილზე“. საფუძვლეანადაა დახასიათებული.
·         დავალებები, რომლებიც საუბრის სიტუაციას ამზადებენ. აქ იგულისხმება სუფთად რეპროდუცირებული დავალებები, რომელთაც ძლიერ იმიტირებადი თვისება აქვს. ეს ეხება დავალებებს, რომლებიც არტიკულაციური საუბრისა და დისკრიმინაციული მოსმენის გასაუმჯობესებლად გამოიყენება. ამ კატეგორიას განეკუთვნება ასევე ის დავალებები, რომლებიც ინფორმაციის გადმოსაცემად სიტყვათა მარაგის აგებასა და მეტყველების ნაწილთა ფორმულირებას ემსახურება.
·         არტიკულაციური საუბრისა და დისკრიმინაციული სმენის გასაუმჯობესებელი დავალებები. ეს დავალებები ვიწრო კავშირშია ფონეტიკასთან და ემსახურება საუბრის ენობრივად ზუსტ გამოხატვას. დავალებები ორიენტირებულია სიტყვათა აქცენტზე, წინადადების ინტონაციაზე და ცალკეულ ხმოვნებზე. მაგალითად:მოსწავლეებმა მსგავსი მჟღერი სიტყვები
 დასკვნა

                საკვლევი პრობლემატიკის ზოგად-თეორიული და მეთოდოლოგიური, ასევე კონცეპტუალური სფუძვლების ანალიზი საშუალებას იძლევა განვაზოგადოთ ინფორმაცია და კვლევის მიზანდასახულობასთან დაკავშირებით წარმოგიდგინოთ შემდეგი შეხედულებები:
·         ბავშვი სამყაროსთან ურთიერთობას სწორედ თამაშით იწყებს, სხვადასხვა ასაკში კი იცვლება თამაშის სახე თუ ფორმა და შედარებით უფრო რთული ხდება. ყოველი ჩვენთაგანი თამაშით იწყებს სწავლას. ამიტომ დაწყებითი კლასის საფეხურზე თამაში უმნიშვნელოვანეს საგაკვეთილო ფორმას წარმოადგენს. ასაკის მატებასთან ერთად უკეთ ვხვდებით თამაშის დანიშნულებას და მნიშვნელობას, როგორც სწავლების საშუალება. თამაშის მახასიათებელია დაძაბულობისა და განტვირთვის ბუნებრივი მონაცვლეობა, რომელიც ფსიქოლოგიური თვალსაზრისით მოსწავლის განვითარებაზე დადებითად აისახება.
·         სენსომოტორული სტადიის ყველა ეტაპი ფსიქოლოგიური თვალსაზრისით რთულია და ერთმანეთთან მჭიდროდაა დაკავშირებული. ფსიქოლოგიური ტერმინებით წვდომის ე.წ. ტაცების, ჭვრეტის ეტაპს ბიოლოგიური განვითარების პარალელურად ცვლის ე. წ. ,, ექსპერიმენტული თამაშის „  ფაზა, მომდევნო ეტაპზე მას ენაცვლება ინტერნაციონალური რელაციის წვდომის ანუ აზროვნების დაბადების სტადია, თუმცა მას  ინტერაქციის დაბადების ფაზა უსწრებს წინ, რაც გვაძლევს იმის საშუალებას დავასკვნათ, რომ თამაშის აქტივაციას ფსიქოლოგიური თვალსაზრისით ,,უმტკივნეულოდ“, ზედმეტი დაძაბვის გარეშე ბავშვი გადაჰყავს აზროვნების ეტაპზე.
·           უნარ-ჩვევების განვითარება უნდა განხორციელდეს ეტაპობრივად.   იმისათვის რომ მოსწავლე თავისუფლად იყენებდეს აზროვნების ქვედა დონეებს აზროვნების ზედა დონეზე, საჭიროა შესაბამისად იყოს გავარჯიშებული  შესაბამისი უნარ-ჩვევები.
·          მოსწავლეებმა წარმატებული სწავლისათვის უნდა აითვისონ ეფექტური სტრატეგიები, რომლებიც მათ უცხო ენის დაუფლებაში დაეხმარებათ.
·         უნარი მხოლოდ შესაძლებლობის, მხოლოდ პოტენციის სახითაა მოცემული. ხოლო უნარის შემდგომი განვითარება დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად მიეცემა ადამიანს ამ უნარის განვითარების შესაძლებლობა.ზოგადად უცხო ენის შესწავლისთვის  აუცილებელია ბავშვებში შესაბამისი უნარ-ჩვევებისა და კომპეტენციების გამომუშავება, რის შესაძლებლობასაც მათ შესაბამისი დავალებები და სავარჯიშოები  აძლევთ. თუმცა მასალის ათვისების ერთ-ერთ ყველაზე ეფექტურ საშუალებას თვალსაჩინოება წარმოადგენს,  რაც მასალის ვიზუალურად ათვისებას უწყობს ხელს.
·         კომპეტენციათა განვითარების წყალობით იღებენ მოსწავლეები ცოდნას, უნარჩვევებს, მოსაზრებებს და ღირებულებებს, რომლებიც შემდგომში მათ ეხმარებათ არა მარტო სწავლის  პროცესში არსებული ამოცანების გადაჭრაში, ასევე ყოველდღიურ ცხოვრებაში.
                სწავლა მხოლოდ მეხსიერების , გონების ვარჯიშობისა და გამეორების შედეგი კი არ არის, არამედ მოსწავლის პიროვნების, როგორც მთლიანობის აქტივობაა.უცხოური ენის სასწავლო პროცესის ეფექტიანი წარმართვისათვის და მიზანმიმართული მეთოდოლოგიურად დაბალანსებული სწავლების ორგანიზების მიზნით აუცილებელია გონებრივი, ფსიქო-ემოციური თუ სოციალური ფაქტორები. ასევე, კულტურის გამდიდრების თვალსაზრისითაც: მოსწავლე ეზიარება განსხვავებულ კულტურულ რეალობებს. ცნობილია, რომ მოსწავლეებს განსაკუთრებული ემოციური დამოკიდებულება უყალიბდებათ იმ ენისა და კულტურის მიმართ, რომელსაც სწავლობენ. გასათვალისწინებელია, რომ უცხო ენის დაწყებით საფეხურზე სწავლებას მოაქვს შემდეგი პრიორიტეტული შედეგები:
·         მოსწავლე ემოციურად უკავშირდება იმ კულტურულ სამყაროს, რომლის ენასაც სწავლობს.
·         მას განუვითარდება ენობრივი ცნობიერება, რომელიც გაუადვილებს როგორც მშობლიური, ისე სხვა უცხო ენების სწავლას.
                სწავლების ის ინოვაციური მეთოდები, რომლებიც დღეისათვის ჩვენი განათლების სისტემაში ინერგება იმთავითვე თასებურებით გამოირჩევა. კერძოდ,  მათ ფორმაში შექმნილი სიტუაცია არა მხოლოდ სასწავლო მოქმედებათა განხორციელებისთვის ქმნის ხელსაყრელ პირობებს, არამედ უზრუნველყოფს სწავლის განწყობის მოტივაციურ კომპონენტში მოსავლის ისეთი ფუნქციონალური მოთხოვნილებების ჩართვას, რომლებიც სწავლას მხოლოდ სავალდებულო საქმისაგან, სასიამოვნო პროცესადაც აქცევს.
               იმისათვის, რომ მოსწავლემ თავისი უცხო ენის ცოდნა რეალურ კომუნიკაციურ
 სიტუაციაში განახორციელოს    შემდეგი პირობაა აუცილებელი:
·         ასალის ათვისების ერთ-ერთ ყველაზე ეფექტურ საშუალებას თვალსაჩინოება წარმოადგენს,  რაც მასალის ვიზუალურად ათვისებას უწყობს ხელს. ამგვარად, წესები უნდა იყოს ოპტიკურად მარტივი აღსაქმელი, რომ იგი ისე ჩაიბეჭდოს მეხსიარებაში, რომ კომუნიკაციისას მის თვალსაწიერში ხედავდეს თვითოეულ წესს მისი შესაბამისი მაგალითითაც კი.
·         თამაშობრივი აქტივაციებით გაითამაშონ რეალური სიტუაციები, ანუ მარტივ სასწავლო თამაშებიდან ნაბიჯ-ნაბიჯ გადავიდნენ უფრო რთულ, კომპლექსურ სასწავლო თამაშებზე, ამგვარი მუშაობა ბავშვებს საუბრის ყოველგვარ კომპლექსს უხსნის და ამზადებს თავისუფალი კომუნიკაციისათვის.
·         მოსწავლემ უნდა ისწავლოს უცხო კულტურისა და საზოგადოების შესახებ ინფორმაციის დამოუკიდებლად მოპოვება და ამ ინფორმაციის ინტერპრეტირება. ეს კი წინაპირობაა იმისა, რომ  მათ გამოუმუშავდეთ უცხო კულტურის გათავისების და უცხო ადამიანების გარემოცვაში ცხოვრების უნარი. ეს წინაპირობა გამოიხატება ცნებით ,,Perspektivenwechsel” .
                უცხოური ენების შესწავლის ყველა ეტაპისათვის დამახასიათებელია ყველა ფსიქიკური პროცესის შეგნებულობა და მათ ინტელექტუალიზაცია, საკუთარ თავში ცვლილებების შეგნება, რაც თანდათან ღრმავდება და ვითარდება. ასაკობრივი თავისებურებების ცოდნა და გათვალისწინება მნიშვნელოვანია სწავლის პროცესის და  დასწავლის ეფექტურობისათვის.
                მოსწავლემ უცხოური ენა უნდა გამოიყენოს თავის მშობლიური ენისაგან დამოუკიდებლად, თანმიმდევრულად. ამ დროს დიდ როლს თამაშობს ფსიქოლოგია და რეფლექსები.  ეცხო ენის სწავლებისას ფსიქოლოგიური ასპექტები გამომდინარეობს მეცნიერული და პედაგოგიური ასპექტებიდან.