Pages

Friday, November 7, 2014

ინტელის ტრენინგი

ტრენინგი პროექტებით სწავლება ცხრა ეტაპისაგან შედგებოდა. აღნიშნული ტრენინგი ვთვლი პროდუქტიული იქნება  და ხელს შეუწყობს როგორც ჩვენს წარმატებულ კარიერულ წინსვლას, ისე სასწავლო პროცესის საინტერესოდ წარმართვასა და მოსწავლეთა მოტივაციის ზრდას. ვინაიდან ასსწავლო პროცესის არსი ძირითადად მაინც მოსწავლეზეა ორიენტირებული, პედაგოგთა მომზადება სწორედ ამ მიმართულებით მიმდინარეობს, ამ კუთხით გამონაკლისს არც აღნიშნული ტრენინგი არ წარმოადგენდა.
ინტელის ტრენინგის პირველ  ეტაპზე განვიხილეთ პროექტებით სწავლება, როგორც  სწავლა-სწავლების პროცესში კრიტიკული აზროვნებისა და კომუნიკაციის უნარების განვითარების საუკეთესო საშუალება. ის ხელს უწყობა იმ   უნარების   გამომუშავებას, რომელიც მათ  აქტიურად ჩართავს საზოგადოებრივ ცხოვრებაში.
 ასევე, გავაანალიზეთ  პროექტის აქტუალობა საგანმანათლებლო პროცესში, როგორ შეიძლება მისი საშუალებით მოსწავლეებთან გარკვეულ წარმატებას მივაღწიოთ, რაოდენ წარმატებული შეიძლება იყოს ის   ამა თუ იმ საკითხის უკეთ შესწავლის მიზნით.
გავეცანით პორტფოლიოს შექმნის ტექნიკას, მასში მუშაობის წესებს. გავეცანით დამატებითი რესურსების გამოყენების შესაძლებლობებს.
აქტიური თემა იყო სასწავლო ღონისძიებების ეფექტური სწავლება. შესაბამისად მიზნების განსაზღვრა , რომელიც უნდა ეფუძნებოდეს  21- საუკუნის ადამიანის შესაძლებელობათა სტანდარტს, რომ ის გამომდინარეობს ეროვნული სასწავლო გეგმის მიზნებიდან და აქ მოცემული საგნობრივი  სტანდარტის გათვალისწინებას.
ინტელის  ტრენინგის  მეორე ეტაპი დაეთმო  ელექტრონული პორტფოლიოს შექმნის ტექნიკას, მის აქტიურ გამოყენებას, მასწავლებლის მიერ შექმნილი ნაშრომების ელექტრონული ფორმით წარმოდგენას.
მესამე ეტაპი სირთულით ხასიათდებოდა, გამომდინარე საგნობრივი სტანდარტის სირთულისა  და 21- საუკუნის უნარ-ჩვევების თავისებურებებიდან. თუმცა დაკისრებულ დავალებები წარმატებით შევასრულეთ. აღნიშნული მუშაობა   ჩვენი პროდუქტიული მუშაობის პირდაპირპროპორციულად აისახება. მუშაობის პროცესში გაჩნდა კითხვები, რომლებზეც აქვე ტრენერის დახმარებით მივიღეთ ამომწურავი პასუხები.  ტრენინგის მეოთხე ეტაპი მიეძღვნა პროექტის გეგმის შაბლონში შეფასების რუბრიკის შექმნას, განვიხილეთ საპრეზენტაციო პროგრამა და ამ ფორმატში  წარმოვადგინეთ შექმნილი პროექტ-გაკვეთილის გეგმა.
ტრენინგის მეხუთე ეტაპზე შევისწავლეთ  ინფორმაციის მოძიებისას გასათვალისწინებელი უფლება-მოვალეობები,  ვიმუშავეთ პროექტის გეგმაში შეფასების რუბრიკის ჩამოყალიბებაზე. საინტერესო იყო ბლოგებზე ვიდეოებისა და პრეზენტაციების ატვირთვის  შესწავლის პროცესიც.

მეექვსე ეტაპზე საინტერესო მასალას გავეცანით. კერძოდ,   შევისწავლეთ Web2.0Tools მეთოდი გუგლის ფორმების შედგენისა და  კვლევების ჩატარების მიზნით. ასევე გავეცანით ფაილების გაზიარებას, მის აქტუალობას და დანიშნულებას სასწავლო-საგანმანათლებლო პროცესში. ტრენინგის შემდეგი ნაწილი დავუთმეთ მე-5 მოდულის განხილავას და გავაანალიზეთ მასში მოცემული მოთხოვნები. ვიმუშავეთ შეფასების რუბრიკების  თავისებურებებზე, მისი შედგენის სტრატეგიებზე. ტრენინგის მერვე დღე ასევე საინტერესო იყოგამომდინარე, იქედან რომ განვიხილეთ ფასილიტაციის დანიშნულება გაკვეთილზე, თემის შერჩევისა და მისი მოსწავლეთათვის გაცნობის საუკეთესო საშუალების კონტექსტში. რაც ნებისმიერი სასწავლო თემის მიმართ მოსწავლეებს აუმაღლებს მოტივაციას და ინტერესს. ტრენინგის ბოლო ეტაპი მიეძღვნა პროექტის  ატვირთვას.

ინტელის პროექტი

Sunday, November 2, 2014

რეფლექსია

ტრენინგის მერვე დღე ასევე საინტერესო იყო.  გამომდინარე, იქედან რომ განვიხილეთ ფასილიტაციის დანიშნულება გაკვეთილზე, თემის შერჩევისა და მისი მოსწავლეთათვის გაცნობის საუკეთესო საშუალების კონტექსტში. რაც ნებისმიერი სასწავლო თემის მიმართ მოსწავლეებს აუმაღლებს მოტივაციას და ინტერესს. 

Saturday, November 1, 2014

რეფლექსია

ტრენინგის დღევანდელი  ნაწილი დავუთმეთ მე-5 მოდულის განხილავას და გავაანალიზეთ მასში მოცემული მოთხოვნები. ვიმუშავეთ შეფასების რუბრიკების  თავისებურებებზე, მისი შედგენის სტრატეგიებზე. ვთვლი, ტრენინგის აღნიშნული ნაწილი საინტერესო იყო თემატიკიდან გამომდინარე.

Sunday, October 26, 2014

რეფლექსია

ტრენინგის ამ ეტაპზე საინტერესო მასალას გავეცანით. კერძოდ,   შევისწავლეთ Web2.0Tools მეთოდი გუგლის ფორმების შედგენისა და  კვლევების ჩატარების მიზნით. ასევე გავეცანით ფაილების გაზიარებას, მის აქტუალობას და დანიშნულებას სასწავლო-საგანმანათლებლო პროცესში. ერთობლივად საკითხის დამუშავების მიზნით გაზიარების თავისებურებებს. ვფიქრობ, სასწავლო პროცესი მათი გამოყენების წყალობით საინტერესო იქნება.

Sunday, October 19, 2014

ინტელის ტრენინგის მეხუთე ეტაპზე შევისწავლეთ ინტერნეტიდან ინფორმაციის მოძიებისას თუ რა უფლება-მოვალეობები უნდა გავითვალისწინოთ, ასევე ვიმუშავეთ პროექტის გეგმაში შეფასების რუბრიკის ჩამოყალიბებაზე. საინტერესო იყო ბლოგებზე ვიდეოებისა და პრეზენტაციების ატვირთვის  შესწავლის პროცესიც. ვთვლი, წინ კიდევ საინტერესო მუშაობა გველის....

Saturday, October 18, 2014

ინტელის ტრენინგის მეოთხე ეტაპი მიეძღვნა პროექტის გეგმის შაბლონში შეფასების რუბრიკის შექმნას. შეფასების კრიტერიუმების შერჩევას და მათი, სასწავლო პროექტის ხასიათიდან გამომდინარე შერჩევას.
განვიხილეთ საპრეზენტაციო პროგრამა და ამ ფორმატში  წარმოვადგინეთ შექმნილი პროექტ-გაკვეთილის გეგმა. 

Monday, October 6, 2014

რეფლექსია

ინტელის ტრენინგის მესამე ეტაპი განსაკუთრებული სირთულით ხასიათდებოდა, გამომდინარე საგნობრივი სტანდარტის სირთულისა  და 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების თავისებურებებიდან. თუმცა დაკისრებულ დავალებები წარმატებით შევასრულეთ. აღნიშნული მუშაობა,  მომავალში სირთულის მიუხედავად, ჩვენი პროდუქტიული მუშაობის პირდაპირპროპორციულად აისახება. მუშაობის პროცესში გაჩნდა კითხვები, რომლებზეც აქვე ტრენერის დახმარებით მივიღეთ პასუხები, რის გამოც მადლობას ვუხდით მას.

Sunday, October 5, 2014

რეფლექსია

ინტელის  ტრენინგის  მეორე ეტაპი მიეძღვნა ელექტრონული პორტფოლიოს შექმნის ტექნიკას, მის აქტიურ გამოყენებას, მასწავლებლის მიერ შექმნილი ნაშრომების ელექტრონული ფორმით წარმოდგენას.

Saturday, October 4, 2014

ინტელის ტრენინგის პირველ სალექციო ეტაპზე განვიხილეთ პროექტებით სწავლება, რაც სწავლა-სწავლების საუკეთესო ფორმაა. ის მოსწავლეებში ავითარებს კრიტიკული აზროვნებისა და კომუნიკაციის უნარებს. იმ   უნარების   გამომუშავებას, რომელიც მათ  აქტიურად ჩართავს საზოგადოებრივ ცხოვრებაში. 
 გავაანალიზეთ  პროექტის აქტუალობა საგანმანათლებლო პროცესში, როგორ შეიძლება მისი საშუალებით მოსწავლეებთან გარკვეულ წარმატებას მივაღწიოთ, რაოდენ წარმატებული შეიძლება იყოს ის   ამა თუ იმ საკითხის უკეთ შესწავლის მიზნით.
აქტიურად გავეცანით პორტფოლიოს შექმნის ტექნიკას, მასში მუშაობის თავისებურებებს. გავეცანით დამატებითი რესურსების გამოყენების შესაძლებლობებს. თუ როგორ შეიძლება მათი დამატება საკუთარ პორტფოლიოში და რა ფორმით შეიძლება მისი ჩანიშვნა.
აქტიური თემა იყო სასწავლო ღონისძიებების ეფექტური სწავლება. შესაბამისად მიზნების განსაზღვრა , რომელიც უნდა ეფუძნებოდეს  21-ე საუკუნის ადამიანის შესაძლებელობათა სტანდარტს, რომ ის გამომდინარეობს ეროვნული სასწავლო გეგმის მიზნებიდან და აქ მოცემული საგნობრივი  სტანდარტის გათვალისწინებას.........
არა, ხე თუ ის მწარე არის თავისი ძირით
თუნდაც ედემის ბაღში დარგო გასწიო ჭირი,
თუნდ უკვდავების წყაროთი რწყა ოფლი აქციო 
მაინც ვერ შეძლებ კეთილ ჯიშად გადააქციო

ავ კაცისაგან ავის გარდა გამოვა რამე?
როგორ იქნება მზის სინათლე მოსთხოვო ღამეს
ავთან იყავი მუდამ ფრთხილად და მუდამ შიშით
არ გათეთრდება ზანგი, თუნდაც გახეხო ქვიშით...
და კეთილ თვალით რომ გასინჯო  ცბიერი მტერი
ამას გეჩიოს შიგ თვალებში იყარო მტვერი

Tuesday, September 9, 2014


აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი
პედაგოგიური ფაკულტეტი


                                  





დოქტორანტის #1 სემინარის თემა
 ივერიის მეჭურჭლეთუხცესი




      დოქტორანტი: თამარ შანიძე
ხელმძღვანელი: ასოცირებული პროფესორი მაია ახვლედიანი









                                                   2014
      
ცათამობაძავი ივერიის მეჭურჭლეთუხუცესი

          საზოგადო მოღვაწე, ისტორიკოსი, აკადემიკოსი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  თანადამაარსებელი, უბადლო პატრიოტიზმით  აღჭურვილი ,,ივერიის მეჭურჭლეთუხუცესი_ასე იცნობს ქართული საზოგადოება  ექვთიმე თაყაიშვილს.  იგი დაიბადა 1963 წლის 5 იანვარს  გურიის სოფელ ლიხაურში (მაშინ ოზურგეთის მაზრას ეკუთვნოდა). მამა _აზნაური სიმონ ნიკოლოზის ძე თაყაიშვილი, კაცი პატიოსანი, გონიერი და ,,ჭკუის საკითხავი“, დედა_მაკვანელი  ნაკაშიძე, გულთბილი, მოსიყვარულე, ქველმოქმედი ადამიანი. ექვთიმე ოთხი დედმამიშვილიდან ყველაზე უმცროსი ყოფილა. ბავშვობიდანვე ის საოცარი ნიჭითა და უნართ გამოირჩეოდა. იყო ცელქი და დაუდეგარი ამ თვისების გამო სამი წლისა ის ხიდან ჩამოვარდნილა და მარჯვენა ფეხი მოუტეხია; უვარგისი მკურნალობისა და მოუსვენრობის გამო მას ,,ძვლის მჭამელი“  გასჩენია და მკელობლობა სამუდამო ნაკლად დარჩა. ექვთიმე მშობლები მალე გარდაეცვალა, ხუთი წლისა სრულიად დაობლდა. მას და მის ძმებს ერთის მხრივ უფროსი და და სიძე, ხოლო მეორეს მხრივ  ბებია მეურვეობდა.  7  წლის ექვთიმე თავდაპირველად (1870 წელს ) ოზურგეთის სამაზრო სასწავლებელში მიაბარეს, ეს სკოლა სამი წლის შემდგომ  ქალაქის სკოლად გადაქცეულა და შესაბამისად პროგრამაც შეუცვლიათ და სწავლებაც გახანგრძლივებულა, ამიტომ ის ფოთის სამაზრო სასწავლებელში გადაიყვანეს, რომელიც მას დაუმთავრებია  1870 წელს. შემდგომ ის შეჰყავთ ქუთაისის კლასიკურ პროგიმნაზიაში, ამთავრებს მას და გადადის კლასიკურ გიმნაზიაში, რომელიც მან  ოცი წლის ასაკში დაასრულა(1883 წელს).
               ექვთიმე გიმნაზიაში სწვლისას მატერიალური სიდუხჭირიდან თავის დასაღწევად,   მოსწავლეთა რეპეტიტორობით ივსებდა შემოსავალს.  შრომისმოყვარეობისა და სისტემატური მეცადინეობის შედეგად მას ვერცხლის მედალზე დაუმთვებია გიმნაზია.მოწიფული გიმნაზიელები მომავლის გეგმას ისახავენ, რათა პირნათელი წარდგნენ თავისი ქვეყნისა და ერის წინაშე. თუ ვინ რას ისწავლის და რით გამოადგება სამშობლოს, მათ მტკიცედ აქვთ გადაწყვეტილი, რაც არ უნდა ისწავლონ და დაამთავრონ უმაღლესი სასწავლებელი, საქართველოშივე უნდა ჩამობრუნდნენ და აქ იმუშაონ თავიანთ ხალხს მოემსახურონ. მათ საკუთარი ერი უნდა განანათლონ, რომელსაც ელემენტარული ცოდნა არ გააჩნია.
            როგორც გიმნაზიის წარჩინებით კუსდამთავრებულს ექვთიმეს მიუღია კავკასიის საოლქო სტიპენდია, ოღონდ ამ წელს პეტერბურგის უნივერსიტეტში იგი არ ყოფილა თავისუფალი; მას უთხოვია და მოსკოვის უნივერსიტეტში გათავისუფლებული ასეთი სტიპენდია პეტერბურგისაში გადაუტანინებია.
          ექვთიმე  უმაღლესი განათლების მისაღებად  მიდის, გზის ფულად 100 მანეთი მიუღია, თავისი რეპეტიტორობიდან დაზოგილი 300-ოდე მანეთიც დაუმატებია, შინიდანაც მოსვლია ფული  და ამრიგად დაგროვილი თანხის იმედად გამგზავრებულა შორეულ პეტერბურგს, სადაც ის ისტორიისა და ფილოლოგიის სტუდენტი ხდება.
ქართველი სტუდენტების უმეტესობას მოუნდომებია აღმოსავლეთის ფაკულტეტის ფროფესორის ალექსანდრე ცაგარელის კურსის მოსმენაც და უთხოვიათ მისთვის, კვირაში ერთხელ წაგვიკითხეთ ლექციები საქართველოს ისტორიისა და ქართული ლიტერატურის შესახებო. მაგრამ ამ ლექციებს მსმენელები ვერ დაუკმაყოფილებია, თუმცა ექვთიმე თვით ცაგარელს საერთოდ ნამდვილად ნიჭიერ, სასარგებლო მკვლევრად მიიჩნევდა  და სინანულს გამოთქვამდა იმის გამო, რომ ჩვენი საზოგადოების ცალმხრივმა ამხედრებამ მას ხელი ააღებინა ლინგვისტურ მუშაობაზე.
          ზაფხულობით ექვთიმე, ჩანს, საქართველოში ჩმოდიოდა და აქაურ აგარაკებზე  ისვენებდა ხოლმე- მით უმეტეს, რომ ფინეთის ყურეში შეყრილი ციებ-ცხელება აწუხებდა თურმე.
          პეტერბურგის უნივერსიტეტში გატარებული ოთხი წელიწადი ექვთიმე თაყაიშვილს, ჩვეულებისამებრ, ფრიად ნაყოფიერად გამუყენებია: გულმოდგინეთ უმეცადინიათ, იმ დროისათვის შესაფერისი ფართო ისტორიულ-ფილოლოგიური განათლებით აღჭურვილა და თან ქართველთერბურგს, მცოდნეობაში ,,გაუტეხია ენა“. უნივერსიტეტის კურსი 1887 წლის გაზაფხულზე დაუსრულებია, ზაფხულის არდდადეგებზე აღარ წამოსულა, დისერტაცია დაუწერია, ენკენისთვეში  წარუდგენია და, რაკი სახელმწიფო გამოცდებიც წარჩინებით ჰქონია ჩაბარებული, მიუღია კანდიდატის ხარისხი, რაც იმჟამად იშვიათი ყოფილა. მიუციათ ისტორიის მასწავლებელის მოწმობა.
ამის შემდეგ ექვთიმეს დაუპირებია ერთ წელიწადს მაინც კიდევ დარჩენილიყო პეტერბურგს, ცოტა დაესვენა, ზოგი რამ კიდევ ესწავლა და შეეროვებინა ბიბლიოთეკა-რაკი მისთვის უკვე ცხადი შექმნილა, რომ ,,თუ კაცი ნამდვილად კარგად არ იქნებოდა განვითარებული, არაფრად ივარგებდა“. ამასთანავე, ხაზგასმულია, რომ მაშინ იგი ჯერ კიდევ სხვას სრულიად არას აპირებდა, გარდა სამშობლოში მასწავლებლობისა.
           სტუდენტობისას ექვთიმე, როგორც მის ყმაწვილობიდანვე მკაფიოდ თავჩენილ საზოგადოებრივ ფხიანობას შეეფერებოდა, აქტიური მონაწილე ყოფილა ქართველ სტუდენტთა სათვისტომოს გამგეობისა, ხელმოკლეთა სასარგებლოდ საღამოების გამართვისა და ა.შ. ერთხელ ასეთ საქმიანობასთან დაკავშირებით, იგი საამისოდ არჩეული დელეგაციის სხვა წევრებთან ერთად, სათათბიროდ ხლებია პეტერბურგში ჩასულ ილია ჭავჭავაძეს და , ამ უკანასკნელის რჩევით, სტუენტებს კარგა მოზრდილი  თანხა გადმოუციათ წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებისათვის.ასე გასცნობია ექვთიმე თაყაიშვილი საქართველოს იმ თავკაცს რომლის ლექსებიც მოწაფეობის დროს სიყვარულით უზეპირებია და რომელთან უმჭიდროესი ურთიერთობა  და მხარდამხარ მოღვაწეობაც სულ მალე არგუნა ბედმა. მაშინ როცა ექვთიმე თაყაიშვილი დაიბადა ილია ჭავჭავაძე მაშინ ჟურნალ  ,,საქართველოს მოაბმეს“.
           ქართველთმცოდნეობითი წიგნების შესაძენად ბუკინისტებში მოსიარულე ახლად კურსდამთავრებულს ვალიც კი დასდებია, მით უმეტეს, რომ სტიპენდია აღარ ეძლეოდა. გასჭირვებია, და რომ არა ფხიზელი თავმოყვარეობა, ალბათ, სხვებივით სთხოვდა დახმარებას ცნობილ პეტერბურგელ მეცენატს ივანე ნაკაშიძეს. ყოველი შემთხვევისათვის დეპეშით შემოკითხვია თბილისის სათავადაზნაურო გიმნაზიის დირექტორს, თავის ყოფილ მასწავლებელს ალექსი ჭიჭინაძეს, თავისუფალი გაკვეთილების ხომ არ მოგეპოვებათო? პასუხად მისვლია დეპეშა, ლათინური ენის 12 გაკვეთილი გვაქვსო.წამოსვლა მაინც არ უფიქრია, სანამ განმეორებითი დეპეშა არ მიუღია, გელოდებითო. ამის შემდეგ დაყოვნება უხრხულად მიუჩნევია, ღვინობისთვეში თბილისს ჩამოსულა  და შესდგომია ლათინური ენის სწავლებას აღნიშნულ გიმნაზიაში. წინასწარ კი მას დასჭირვებია თავის დახსნა მთავრობის შეხედულებისამებრ ხუთი წლით სადმე გამწესებისაგან, რაც მას ევალებოდა, როგორც სტიპენდიანტს. ამაში ხელი იმასაც შეუწყვია, რომ კავკასიაში ექვთიმეს ვერსად აღმოჩინეს ადგილი.დამახასიათებელი ამბავია: ქართველ პედაგოგს, ექიმს თუ სპეციალისტს, საქართველოში სამსახურს არ მისცემდნენ. იმავე დროს, მაგალითად, თბილისის სახელმწიფო გიმნაზიებში მრავლად იყვნენ ჩიქორთული რუსულით მოლაპარაკე ჩეხი პედაგოგები. ექვთიმეს იმანაც უშველა, რომ სათავადაზნაურო გიმნაზია კერძო სასწავლებლად ითვლებოდა.
           ამგვარად, 1887 წლის შემოდგომაზე დამკვიდრდა თბილისში ექვთიმე თაყაიშვილი, მანამდე ამ ქალაქში სულ ერთხელ ნამყოფი, ოცდამეთხუთმეტე წელში გადამდგარი, როოგორც დამწყები პედაგოგი.
          ამ საქმეს იგი თავიდანვე დიდი პესუხისმებლობით მოჰკიდებია; რაკი კლასიკურ ენათა სწავლების გამოცდილება არ ჰქონდა, ერთხანს ესწრებოდა თბილისის სახელმწიფო გიმნაზიებში მომუშავე თვალსაჩინო კლასიცისტთა გაკვეთილებს.საათების ნაკლებობის გამო, კერძო მოწაფეებიც აუყვანია და ამრიგად მოუმარააგებია ნივთიერი საძირკველი; ორი წლის განმავლობაში ნაწილ-ნაწილ  უსტუმრებია ზემოაღნიშნული ვალი.
          თბილისის სათავადაზნაურო სკოლა ამჟამად, არსებითად, თურმე ოთხკლასიან პროგიმნაზიას წარმოადგენდა, ვინაიდან საადგილმამულო  ბანკი მეტისათვის საჭირო თანხას  ვერ აძლევდა. მასწავლებლად კი ყოფილან კარგი, დამსახურებული პედაგოგები:გ. იოსელიანი, ა. ქუთათელაზე, ნ. მთვარელაშვილი.ახალგაზრდა მასწავლებელს მალე მოუპოვებია ჯეროვანი ავტორიტეტი  და სკოლა გამგე ალექსი ჭიჭინაძე თურმე მას ხშირად თავის მოადგილედ ტოვებდა  ხოლმე, თუ სადმე წავიდოდა. ლათინურის გარდა მას თანდათან მიუღია გეოგრაფიის, ბერძნული ენისა და ისტორიის გაკვეთილებიც. ძლიერი პედაგოგიური  პერსონალის წყალობით მოწაფეები კარგად ყოფილან მომზადებული  და უმკაცრესი რევიზორებიც კი იძულებული ხდებოდნენ, ეღიარებინათ, რომ ამ მხრივ სასწავლებელი სახელმწიფო გიმნაზიებს არ ჩამოუვარდებოდა. რევიზიის სიმკაცრე კი ჩვეულებრივი მოვლენა ყოფილა, ვინაიდან, სასწავლო ოლქის ადმინისტრაცია სასწავლებელს ისე უყურებდა, როგორც გერს. მისი მესვეურები კი ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებდნენ ამ სკოლის-ერთადერთს ამგვარს, ეროვნულ დაწესებულებას აღმოსავლეთ საქართველოში. კერძოდ, ილია ჭავჭავაძეს ხაზგასმით აღუნიშნავს, რომ მასში ,,ახალგაზრდები უნდა აღიზარდონ იმ მიმართულებით, რომელიც შეეფერება ჩვენი ერის მოთხოვნილებას....მან უნდა აღგვიზარდოს მხნე, შრომისა და მამულის მოყვარე ყმაწვილები“. ოღონდ თვით ამ ,,მიმართულების“ გეზი ყველას ერთნაირად არ ესმოდა და  ექვთიმეს ჩაოსვლის შემდეგ კვლავ განახლდა დავა ამ საკითხის ირგვლივ: ზოგის აზრით, მასწავლებელი კლასიკური უნდა ყოფილიყო, ზოგისა რეალური, ხოლო ილია ჭავჭავაძე  და ილია წინამძღვრიშვილი სულაც აგრონომიული სასწავლებლისაკენ  მიილტვოდნენ თურმე. ამასთანავე, საადგილმამულო ბანკის საქმეც აწეწილ-დაწეწილა, სკოლის კლასთა რიცხვი ორამდე ჩამოსულა. მოწაფეთა რაოდენობასაც უკლია  და მოსწავლეები იძულებული შენილან, სხვაგანაც ეძებნათ სამუშაო. პირადად  ექვთიმეს ვაჟთა მე-3 გიმნაზიაშიც მიუღია ლათინური ენის გაკვეთილები.
          სასწავლებლის გამგე კომიტეტსა და ალექსი ჭავჭავაძეს მანამდეც გამუდმებული შეხლა-შემოხლა ჰქონიათ, ახლა კი მას სულ აუღია ხელი სკოლის ხელმძღვანელობაზე და თბილისიდანაც წასულა, ისე რომ სკოლა გამგის გარეშე დარჩენილა.
          ექვთიმე თაყაიშვილი სტუდენტობის პერიოდში ესწრება მენდელეევის მიერ ჩატარებულ ლექციას,რომელიც განმარტავდა თავის  მიერ შექმნილ  პერიოდულ სისტემას.
          ექვთიმეს მოუსმენია იურიდიული ფაკულტეტის გამოჩენილი პროფესორებისათვის კორკუნოვისა და სერგეევიჩისათვის.
          მეცნიერული კვლევისათვის ხელის მოკიდება ექვთიმე თაყაიშვილს, მისივე სიტყვით, გადააწყვეტინა დიმიტრი ბაქრაძემ_სახელგანთქმულმა ისტორიკოსმა და არქეოლოგმა, შესანიშნავმა ადამიანმა  და მოქალაქემ, ახალგაზრდობის წამქეზებელმა  და გამწვრთნელმა, რომელსაც ექვთიმე ხანდაზმულობაშიც შეუნელებლი სიყვარულითა და პატივისცემით იხსენებდა. თან იმასაც დასძენდა, სანხევროდ ხუმრობით, რომ მისი პირველი მეცნიერული ნაშრომი საეკლესიო მუზეუმის წესდება იყო, რომელიც შემდგენელმა დ. ბაქრაძემ რუსულად თარგმნა. ამასთანავე, ბაქრაძეს იგი 1889 წლის დამდეგს თან წაუყოლებია მცხეთაში, იქაური ტაძრებიდან ხელნაწერების ჩამოსატანად, რომლებიც საფუძვლად დასდებია ახალშექმნილ  საეკლესიო მუზეუმს.ექვთიმე სინანულით იგონებს, რომ მასა და საეკლესიო მუზეუმის გამგეობის რამდენიმე სხვა წევრს დიდხანს არ დასცალდათ კვალიფიციური  და ფრიად პატივსაცემი ხელმძღვანელის, დ.ბაქრაძის ხელქვეით შეხმატკბილებული მუშაობა: ეს უკანასკნელი უდროოდ გარდაიცვალა 1890 წლის თებერვალში. შეიძლება აქვე ითქქვას, რომ ექვთიმე თაყაიშვილი მარჯვედ დაეუფლა იმ ესტაფეტას, რომელიც საქართველოს მიერ დიდი ზარით გამოგლოვილ მეისტორიეს გაუვარდა ხელიდან და სწორედ წყაროთმცოდნეობითსა და არქეოლოგიურ საქმიანობაში შეენაცვლა მას, როცა დაინახა, რმ ეს უბანი განსაკუთრებით საშიშრად დაცარიელდა. საერთოდ კი, შეიძლება ითქვას, რომ ექვთიმე თაყაიშვილი განაგრძობს საქართველოს ისტორიისათვის აუცილებელი მასალა-ძეგლების ძიების ტრადიციულ გზას, ჩვენიანთგან ჯერ კიდევ პლატონ იოსელიანმა გაკვალა მე-19 საუკუნეში.
          სამეცნიერო მუშაობის თავდაპირველი ფართო სარბიელი ახალგაზრდა პედაგოგს გადაეშალა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებაში, რომელმაც იგი, როგორც სათანადო განათლებით აღჭურამოსვლის მომდევნო წელს. ექვთიმე კი იმთავითვე არ იყო ისეთი ხასიათის კაცი, რომ ასეთ საპატიო თანამდებობას  მხოლოდ მოსაჩვენებლად დასჯერებოდა და, როგორც კი შეუდგა მის ასრულებას, მოუსვენრობა დაეუფლა იმის გამო, რომ საზოგადოების წიგნსაცავში თავმოყრილი ძველი ქართული ხელთნაწერები აღურიცხავად მიყრილი ინახებოდა. დიდხანს ეხვეწებოდა თურმე წიგნსაცავის გამგეს-პეტრე უმიკაშვილს, სია შეადგინეო, მაგრამ მას ვერ მოუცლია ამ საქმისათვის  და მალე თვით ექვთიმე ჩასჯდომია, დაუწყია ხელნაწერთა არა მარტო აღნუსხვა, არამედ აღწერაც. ეს იგივე საქმე იყო, რასაც მანამდე საეკლესიო მუზეუმის ხელნაწერთა მიმართ წარმატებით აკეთებდნენ თ. ჟორდანია და მ. ჯანაშვილი. ამ პირველად აღწერა-სიას, ექვთიმე, აღნიშნულ წინამორბედთა მაგალითისამებრ, აქვეყნებდა ,,ივერიაში“, რომლის რედაქტორი ილია ჭავჭავაძე იყო. მიუხედავად მკითხველთა დიდი ნაწილის უკმაყოფილებისა, ყოველთვის ფართოდ უღებდა კარს ასეთ მასალებს, რადგან მშვენივრად ესმოდა მათი გამოქვეყნების მნიშვნელობა  და ხშირად იყენებდა მათ თავის მეცნიერულ პუბლიცისტიკაში.
           მალე საზოგადოებამ დაავალა ამ საქმის უკვე კარგ სპეციელისტად მოვლენილ თაყაიშვილს ხელნაწერთა მეცნიერული კატალოგის  შედგენა, მაგრამ დავალებას რამდენიმე პირი წინაღუდგა:ეგ კაცი მაგ საქმეს ჯეროვნად ვერ გააკეთებზო, და პრესაშიც კი ატყდა პოლემიკა. ამ ულამაზო ამხედრებამ მწვერვალს მიაღწია მას შემდეგ, რაც დამწყებმა მკვლევარმა საკუთარი საფასურით ცალკე წიგნად გამოსცა  თავისი პირველი  და უკვე ბერი ახლის მთქმელი კვლევითი პუბლიკაცია ,,სამი ისტორიული ხრონიკა“,  რომელიც ჯერ კიდევ  დ.ბაქრაძის დროს მისივე მოწონებით ჰქონდა წამოწყებული. როგორც ცნობილია, ეს ნაშრომი შეიცავს : იმჟამად წერა-კითხვის საზოგადოების წიგნსაცავში  შეწირულ ,,შატბერდის კრებულში“ თავჩენილ თხზულებას ,,მოქცევაი ქართლისაი“, რომლის უდიდეს მნიშვნელობას ქართული ისტორიოგრაიისათვის დასაბუთება აღარ სჭირდება. ამასთანავე, ექვთიმეს მიერ მიკვლეულმა  და დანამდვილებით  დათარიღებულმა ,,პარხლის სახარებამ“ საშუალება მისცა მას იმავე პირის მიერ გადაწერილი ,,შატბერდის კრებულში“ მე-10 საუკუნისათვის მიეკუთვნებინა და არა მე-9 საუკუნისათვის, როგორც მანამდე ეგონათ. გარდა ამ სახარებისა, ნაშრომში  ჩართულია ავტორის მიერ იმხანად, არქეოლოგიური მოგზაურობის პირველი ნაბიჯების დროს უკვე მოკვლეული რამდენიმე სხვა ხელნაწერის , წარწერის თუ ნივთის აღწერა.
ყოველივე ამის ირგვლივ დატრიალებულმა არაპრინციპულმა დავამ ბოლოს უსიამოვნო ცხარე შეტაკების სახე მიიღო  და კინაღამ დუელიც კი გაიმართა.აღნიშნულ შეხლა-შემოხლასა და უსაფუძვლო შეურაცხყოფას სიკვდილამდე ძალიან მწვავედ განიცდიდა ექვთიმე. მას მწარედ ჩაუფიქრებია დამწყები მეცნიერი: ხომ არ სჯობია, რომ ისევ პედაგოგიურ მუშაობასა და სახელმძღვანელოთა გამოცემას დავჯერდე, თუკი კვლევით მუშაობას ასეთი ეკლიანი და პიროვნების დამამცირებელი გზა უდევს წინ?! მაგრამ საბოლოოდ მას დიდი ფიქრის შემდეგ მიუღია გადაწყვეტილება კვლავ განეგრძო მეცნიერული მუშაობა, ვინაიდან ისტორიკოსი ქვეყანას სჭირდებოდა.

          აი რას წერს იგი თავის ბოლოდროინდელ მოგონებაში:,,იმხანად უკვე გარკვეული მქონდა მუშაობის მთავარი მიზანი: რამდენადაც შეიძლებოდა და გარემოება ნებას მაძლევდა, შემეკრიბა მასალა საქართველოს ისტორია-არქეოლოგიისათვის; ყოველი ძალღონე მეხმარა ძეგლთა დაღუპვისა და დაკარგვისაგან გადასარჩენად; რაც შეიძლებოდა, მეტი გამომემზეურებინა და მისაწვდომი გამმეხადა მკვლევართათვის უმნიშვნელოვანეს საქმედ მაშინ-იმ რწმენით, რომ, როდესაც ასეთი მასალა საკმაოდ დაგროვდებოდა, გამოჩნდებოდნენ ჩვენში მეცნიერები, რომლებიც ჯეროვნად შეგვიდგენდნენ საქართველოს ისტორიას, გაგვიშუქებდნენ იმ მართლაც  და დიდ კულტურას, რომელსაც ქართველმა ერმა მიაღწია ჯერ კიდევ შორეულ წარსულში.
              1918 წელის 26 იანვარს უნივერსიტეტი გაიხსნა  და ის დღე იქცა ქართული კულტურის ახალი ისტორიის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს თარიღად, რომელსაც ერთნაირი ენთუზიაზმით შეეგება, როგორც დედაენაზე უმაღლესი განათლების მიღებას მოწყურებული ყმაწვილკაცობა , ისე უნივერსიტეტის დამაარსებლები   თუ  ლექტორები, მათ შორის ექვთიმე თაყაიშვილიც. მას, პროფესორად ისედაც არჩეულს, 1918 წელის მაისში უნივერსიტეტის  საბჭომ მიანიჭა დოქტორის ხარისხი, ჰონორის ცაუსა. უნივერსიტეტის დაარსების შემდგომ ის აღარ ასწავლის გიმნაზიაში.  1920 წლიდან ის უკვე კვირაში სამ-სამ ლექციას კითხულობდა: ახალშემოსულთათვის _შესავალ კურსს, უფროსკურსელთათვის კი ეპიგრაფიკასა და ეკლესია-მონასტერთა ისტორიას.
           ექვთიმე  ქართული ენის შესწავლის თვალსაზრისით უპირატესობას ანიჭებს ქართული ისტორიული ძეგლების შესწავლას, კერძოდ:ეპიგრაფიას, ხუროთმოძღვრებას, ნუმიზმატიკას, საგალობლების წარმოშვებასა  და დანიშნულებას.
          მკვლევარს ერთადერთი შიში ჰქონდა უკვალოდ არ ,,გამქრალიყო“ წარსულის ნაკვალევი. ექვთიმემ დიდი ღვაწლი ჩადო ქართული კულტურის გადარჩენის საქმეში, მან თავისი ფინანსური სახსრებით უხელმძღვანელა  30-ზე მეტ ექსპედიციას, ნაპოვნი მასალები კი ქართვლთა ისტორიულ კუთვნილებას წარმოადგენს.
მათგან სამი ექსპედიციის შესახებ;
          მის მიერ ჩატარებულ ექსპედიციებს შორის ცნობილია ბაგინეთის ექსპედიცია.
1888 წელს ვინმე განძისმაძიებელი ბერძენი მისულა ,,ივერიის“ რედაქციაში, ილია ჭავჭავაძესთან  და უთქვამს მისთვის, რომ საუნჯე ეგულვებოდა ბაგინეთში შემორჩენილი ,,კოშკის“ ნანგრევებში. თუმცა მან გათხრები უსახსრობის გამო ვერ აწარმოა ბოლომდე, მოგვიანებით ილია ჭავჭავაძე აღნიშნულის შესახებ ატყობინებს დ. ბაქრაძეს. მას, როგორც რუსეთის აკადემიის წევრ-კორესპონდენტს, არავინ დაუკავებდა გათხრების ნებართვას ბაგინეთში, ამიტომ მან  დაწყებული საქმე მოვიანებით  ექვთიმე თაყაიშვილს მიანდო, ამისთვის დახმარება  მუშებისთვის ილია ჭავჭავაძისაგან 100 მანეთი მიუღია, რომლის შედეგადაც აღმოჩენილ იქნა ისეთი ისტორიული ნიმუშები, როგორებიცაა : ჩუქურთმიანი ქვა, ლამაზი მინის ჭურჭელი, ვერცხლის ფული,თიხის ჭურჭლის ნატეხები,  სპილენძის ცული და სხვა.
ცნობილია  1908 წლის ახალგორის ექსპედიცია, რომელსაც ახლა მსოფლიო არქეოლოგია იცნობს ,,ახალგორის განძის„ სახელით. ქსნის ხეობაში, სოფ. საძეგურთან გლეხებს ამოუთხრიათ ადრეანტიკური დროის ზღაპრულად მდიდრული ქალის სამარხი და უპოვნიათ ოქროს ბრწყინვალე სამკაული თუ სხვა ნივთები, ვერცხლის ჭურჭელი და ა. შ. მონაპოვარი ხელიდან ხელში გადასულა, ჩარჩებს ჩავარდნიათ და მათ მოკრებას, ჩამორთმევასა და შეძენას ექვთ. თაყაიშვილის ორგზის მოგზაურობა დასჭირვებია. მას მონაპოვრის დიდი უმეტესობა მოუპოვებია  (ოქროს საყელური, საყურეები, ყელსაბამი, მდიდრულად შეკაზმულ ცხენთა მცირე ქანდაკებანი, სარტყელი, ფასკუნჯიანი ბალთები, კილიტები, საკიდები, ვერცხლის ჯამები, სურა და სხვა. ექვთიმე თავად დასძენდა, რომ ნამუშევარი დახვეწილი და საუცხოოდ შესრულებულია, ამიტომ შეიძლება ვიმსჯელოთ , რომ ის უფრო აღმოსავლური უნდა იყოს. აღნიშნული განძის დაცვა მას საფრანგეთში ყოფნის დროსაც მოუწია, ვინაიდნ გამოჩნდნენ მისი შეძენის მოსურნე მუზეუმი დიდ ბრიტანეთში, მაგრამ განძი თავისი ქვეყნისა არ დათმო ქართველმა მეჭურჭლეთუხუცესმა და დღესაც ამშვენებს საქართველოს მუზეუმს.
           განსაკუთრებით აღსანიშნავია  ვანის შესახებ, სადაც მან ჩაატარა არქეოლოგიური კვლევა-ძიება ისტორიული ძეგლების აღმოჩენის თვალსაზრისით. ვანის ,,ახვლედიანთ გორა“ უეჭველად წარმოადგენს ძველი ქალაქის ნაშთს, აქ მრავლადაა ადგილობრივის გარდა სხვადასხვა უცხო დანაშრევიც, კერძოდ: ეგვიპტური, ბერძნული და რომაული, ბევრია პონტოს მეფის მიერ მოჭრილი ფული, აღმოჩენილ ნივთთა შორის არის ძველი უდუღაბოდ  ნაწყობი ქვათლილთა კედლები, თიხის დიდ-პატარა ჭურჭელი და აგრეთვე ძვირფასი ანტიკური ნივთები: ბრინჯაოს კაცის ქანდაკის თავი, ნაირნაირი მონეტები 1880 წელს აღმოჩენილი მდიდრული სამარხის ინვენტარი: ოქროს დიადემები, სამაჯურები, ბეჭდები, საყურეები, ცხენის სამკაული, კვერთხი, მონეტები და სხვა.
          ლეჩხუმ-სვანეთში 1910 წელს მოგზაურობისას ექვთ. თაყაიშვილი, როგორც ცნობილია, უმთავრესად  ,,ქრისტიანული კულტურის ნიშნებს“ იკვლევდა. მაგრამ, იგი წიაღისეულ  არქეოლოგიაშიც უკვე ესოდენ ნაყოფიერად ნამუშევარი, რა თქმა უნდა, ვერ უგულვებელყოფდა სვანების მიერ მიწაში შემთხვევით აღმოჩენილსა და ამა თუ იმ საყდარში რკინის წაკატებთანი შესანახავად მოწიწებით მიზიდულ ნივთებსაც. მოგზაურობის ანგარიშში იგი გზადაგზა აღნიშნავს აგრეთვე ამ ძეგლებს, ხოლო წიგნის ბოლოს, დასკვნით შენიშვნაში აცხადებს: ,,სვანეთში, რამდენადაც ცნობილია, არქეოლოგიურ გათხრებს ჯერ ადგილი არ  და არაფერი ვიცით, თუ რა დონეზე იყო აქ ქრისტიანობის წინა დროის კულტურა. მაგრამ რამდენადაც ეს სჩანს იმ მცირე ნაშთებისაგან, რომელნიც ეკლესიაშია  დაცული და რომელნიც ეჭვს გარეშე ძვლი სასაფლაოებიდან არის ამოღებული, ეს კულტურა იგივეა, რაც კობანის კულტურა ოსეთში. ამას გარდა, სვანეთში დიდძალ ოქროს ფულებს პოულობენ, რაც მოწმობს მის წინა სააღებმიცემო  კავშირს წინა აზიის  და საბერძნეთის ხალხებთან.  სხვათა შორის, 1906 წელს ტფილისის მუზეუმში გასაყიდად მოიტანეს 18 ოქროს ფული, რომელიც ენახათ სოფელ ჩობერში, რკინის წაკატებთან და ფერადოვან მძივებთან ეთად. ამათში სამი ლიზიმახოსის  იყო დანარჩენი  კი ალექსანდრე მაკედონელის, მაგრამ სხვადასხვა დროს მოჭრილი. ადვილი შესაძლებელია, ის ოქროს ფულების, რომლებიც არქეოლოგიური კვლევა-ძიების შედეგადაა მოპოვებული ლიზიმახოსის ფულის მიბაძვით იყოს დამზადებული.
          შიგ ტექსტში კი რამდენი არქეოლოგიური მონაპოვრის მოკლე აღწერა-განსაძღვრას ვხვდებით. უშგულის თემის სოფელ ჟიბიანის საყდარში_ ,,...ცული-საომარი ბრინჯაოსი, კელტური რიგისა, საფლავიდან უნდა იყოს ამოღებული. ასეთი ცულების ჩვეულებრივია კობანის საფლავებში, ოსეთში; ცული საომარი, რკინისა, რკინისავე ტარით, საფლავიდან უნდა იყოს ამოღებული“. იმავე თემის სოფელ მურყმერის საყდარში, სკივრში: ...სხვადასხვა ზომა-მასალის მძივები, რკინის მოღუნული დანა; ,,ვერცხლის რგოლი, სამაჯურის მსგავსი, მტრედის ქანდაკებით ოვალურ წრეში, ერთობ ლამაზი; ქინძისთავის ცხენის გამოხატულებით ზემოთ; სპილემძის ჩანჩხურები, შვლის, ფრინველების და სხვა სახეებით.“ კალის თემის, ივლიტა-კვირიკეს საყდარში:-სპილენძის მასიური როდინი, რვაწახნაგოვანი, ბურცობებითა და ორი ლომის თავის ,,გამოსახულებით შემკული“.  საისტორიო-საეთნოგრაფო საზოგადოების მუზეუმისათვის ექვთიმე თაყაიშვილის მიერ სვანეთში შეძენილ ნივთთა შორის არქეოლოგიის  ყურადღებას განსაკუთრებით მიიქცევს ,,სპილენძის სამფეხა, ფრიად უცხო და ძვირფასი“ მანქანით შემკული, სასანიდების დროისა, რაც ასე იშვიათია ,,და წარმოადგენს მომრგვალო, სამ ფეხზე მდგარ ძირს, კვარცხლბეკს სახრჩობელებისა ანუ ლამპარისა“, რომლის მთელი არე მოცულია მინანქრიანი ჩუქურთმებით და სამ დიდ მედალიონში მინანქრითვე წარმოდგენილი, ფრთოსანი ლომების გამოსახულებით.
           1912 წლის ზაფხულში ექვთიმე თაყაიშვილს მცირე არქეოლოგიური ძიება ჩაუტარებია  ბორჯომის მახლობლად  და ,,კავკასიის განყოფილების“ სხდომაზე წაკითხულ სააანგარიშო მოხსენებაში  აღუნიშნავს, რომ ბანისხევის მტკვართან შერთვის ადგილას საცდელი თხრისას აღმოუჩენია ბრინჯაოს საუკუნის ქალის სამარხი, ხოლო შიგ_სამაჯური, საკინძები და სარდიონის მძივები, რომლებსაც მისთვის ყობანური კულტურის დამახასიათებელი ნივთები გაუხსენებია.ბორჯომიდანვე წამოუღია საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოების მუზეუმში დიდი მთავრის მოურავის მიერ ამონათხარ სამარხულ ნივთთაგან საუკეთესო _,,ნამდვილად მშვენიერი ბრინჯაოს შუბისპირი“.
          აღსანიშნავია, რომ მას დახმარება გაუწევია ახალგაზრდა პოლონელი მეპალეოლითე არქეოლოგიის ს. კრუკოვსკისათვის პირველი მსოფლიო ომის დროს სამხედრო სამსახურიდან გათავისუფლებისა და ზემო იმერეთის ერთ-ერთი პალეოლითური მღვიმის, გვარჯილას კლდის მეცნიერულად გათხრის საქმეში, რამაც საგრძნობლად დააწინაურა ჩვენი ქვის ხანის კულტურის შესწავლა ჯერ კიდევ რევოლუციამდელ ხანაში. 1917 წელს ,,თურქეთის საქართველოში“ექსპედიციას რომ აწყობდა, ექვთიმე თაყაიშვილს განზრახული ჰქონია თან წაეყვანა იგივე კრუკოვსკი, რომელსაც აღნიშნულ მხარეში პალეოლითური ნაშთების ძიების გეგმაც კი შეადგენინა_გეოლოგიური რუკის მიხედვით.
          ექვთიმემ გამოთქვა მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ აუცილებელია ეპიგრაფიული ძეგლების აღმოჩენა და მათზე მუშაობა, ვინაიდან ის ერთერთ საუკეთესო საშუალებას წარმოადგენს ენის შესწავლის თვალსაზრისით, ამიტომ აუცილებელია მათი დაბეჭდვა ხელნაწერთა შენარჩუნების მიზნით და ამ გზით მათი საფუძვლიანი კვლევა. მათ შორის,  ის განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს  ,,ქართლის ცხოვრების“ დანიშნულებას და  საუბრობს მისი ბეჭდური ვარიანტის შექმნაზე, რომელსაც ხელი უნდა შეეწყოთ როგორც ენის კვლევის, ისე ისტორიის კვლევისათვის.
          ექვთიმე ასევე იკვლევს ხუროთმოძღვრების ნიმუშებს,  მათი აგებულების თავისებურებებსა და დანიშნულებას. დაინტერესებული იყო  საზღვარგარეთ ქართული ეკლესიების მდგომარეობით, იკვლევდა  მათი დაარსების, ფუნქცია-დანიშნულებისა და გაუქმების ფაქტებს. წარწერებს რომლებიც საინტერესო ცნობებს იძლეოდა ისტორიული ფაქტებისა თუ მოვლენების  შესახებ.
          ის დაინტერესესებული იყო ნუმიზმატიკით და იკვლევდა მონეტების წარმოშვებასა და დანიშნულებას. ექვთიმე თაყაიშვილი 1922 წელს დანიშნეს პერიზის ნუმიზმატთა საზოგადოების წევრად.
          ექვთიმე თაყაიშვილი  ავტორია ასევე საგალობლების 12 რვეულისა, თავისი მასწავლებლის ქორიძის ნაშრომებს გაგრძელება მისცა, გაამდიდრა ისინი მასალით და 12 რვეულად გამოსცა.
          მას დიდი შრომა მოუწია სხვადასხვა სფეროში კვლევის გამო, თუმცა შთამომავლობას შეუნარჩუნა თავისი წარსული, მყარად დაიცვა ამით მისი აწმყო და მომავალსაც სამაგალითო პიროვნებად წარმოუჩნდა.
          მას შემდეგ რაც, საბჭოთა ხელისუფლება საქართველოს იპყრობს ეს არის  1921 წლის 25 თებერვალი,  ქვეყნის მაშინდელი მთავრობა საბანკო ვალუტასთან, ისტორიულ და სამუზეუმო განძეულობასა და ხელნაწერებთან ერთად გადის საზღვარგარეთ. განძს ექვთიმე მცველად მიჰყვება თავის მეუღლითურთ. ძალაუნებურად მომიხდა ემიგრანტობა, რათა არ მოვშორებოდი ჩვენი ერის სასიქადულო კულტურულ საგანძურს, დამეცვა იგი ყოველგვარი საფრთხისაგან“,.......
წერდა თავის პირად ჩანაწერებში.
           ეროვნული განძით დატვირთული მთავრობის გემს ექვთიმე დაედევნა, იგი ხიფათს თვალებში უცქერს, იმ იმედით რომ თავისი ქვეყნის განძს იპოვის და დაიცავს, 5 ბალიანი ტალღების მუქარის შემდეგ ძლივს  გადაურჩა დადევნებული გემი ტალღებში შთანთქმას. გადარჩენილი ეკიპაჟი სტამბულში ჩადის,  მას იმედი ჰქონდა, რომ სტამბულში ჩაუსწრებდა ,,ერნესტ რენანს“, თუმცა ამაოდ,  წინა დღის  გამგზავრებული  დახვდა ,,ერნესტ რენანის“ ეკიპაჟი განძითურთ სხვა გემზე ,,ბიენჰოაზე“ გადასულიყო კვალის დაკარგვის მიზნით. ექვთიმე თავისი მხლებლებით  20 მარტს გავიდა სტამბულიდან  და  5 აპრილს ჩააღწია ტუნისში, მაშინ როცა ეკიპაჟი გზის გაგრძელებას აპირებს,  სწორედ მაშინ გემს სამაშველო მიზნით გამოიძახებენ, ექვთიმემ კარგად იცოდა რომ რამდენიმე საათით დაგვიანება განძის დაკარგვის ტოლფასი იქნებოდა, ამიტომ გემის კურსის შეცვლა ძალიან განიცადა, თუმცა მოხდა სასწაული და სამაშველო გემის ფუნქციით სხვა გემი გაგზავნეს და ექვთიმეს ეკიპაჟს ამჟამად გაუმართლა, ისინი განძის კვალდაკვალ აგრძელებდნენ სვლას  და მიაღწიეს კიდეც მარსელს სადაც განძის მფარველობა და მეურვეობა იკისრა.
             საფრანგეთში ექვთიმეს განძის დაცვის მიზნით სხვადასხვა  წინადადება შეთავაზეს და მაგრამ მან მტკიცე უარი თქვა ყოველგვარ სიმდიდრეზე, მას მხოლოდ ქვეყნის განძის უსაფრთხოებაზე  ზრუნვა და მისი საქართველოში ჩამოტანა ჰქონდა მიზნად დასახული. ამიტომ ნიუ-იორკის მუზეუმის დირექტორს  ჰერბერტ ჯონსონს მტკიცე უარი უთხრა  ახალგორის ექსპედიციის  შედეგად აღმოჩენილი განძიდან  რამდენიმე ექსპონატის დათმობაზე.მისი პასუხი ასეთი იყო: სანამ ცოცხალი ვარ და პირში სული მიდგას უსიკვდილოდ არავის დავანებებ ამ განძეულობას. ეს მარტო განძეულობა კი არ არის, ჩვენი სინდის-ნამუსია, იმედია და ნუგეში, ასე იოლად არ დაითმობა ჩვენი მამა-პაპათა შარავანდედი!
           ქართული განძის უბადლო დამცველი და მოამაგე ქართულმა ეკლესიამ წმინდანად შერაცხა მის მიერ  ქვეყნისათვის წმინდათაწმინდა საქმის პირნათლად შესრულებისათვის და ცნობილია, როგორცექვთიმე ღვთისკაცად წოდებული.