Pages

Sunday, December 6, 2015

მესამე დღის რეფლექსია

ისტ ტრენინგის მესამე დღე მიეძღვნა გრაფიკულ ფაილში მუშაობის სპეციფიკას, მასში შესრულებული ნაშრომის სხვადასხვა ფორმატში შენახვას, ელექტრონული ფოსტის თავისებურებების განხილვასა და ანალიზს, მასში ჩემოსული დოკუმენტაციის დაჯგუფებასა და შენახვას სხვადასხვა თემატიკის ფარგლებში.

მეორე დღის რეფლექსია

ისტ ტრენინგის მეორე დღე მიეძღვნა საპრეზენტაციო პროგრამის განხილვა-გაანალიზებას, რაც ვფიქრობ საინტერესოდ წარიმართა და აქედან გამომდინარე პროდუქტიული იქნება.
ასევე განვიხილეთ ტესტებში არსებული ჩვენთვის საინტერესო და მნიშვნელოვანი საკითხები, მათი უკეთ წვდომის მიზნით.

Friday, December 4, 2015

ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ტრენინგი #2 საჯარო სკოლაში საინტერესოდ წარიმართა, იმდენად, რამდენადაც ტრენინგზე განვიხილეთ ის საკითხები, რომლებიც  ისტ -ის გამოცდაზე აქილევისის ქუსლი აღმოჩნდა. ტრენინგი დავიწყეთ საგნობრივი სტანდარტის განხილვით და თეორიულ საკითხებთან ერთად განვიხილეთ პრაქტიკული ნაწილიც, რაც ძალიან საინტერესო იყო.
ამ ტრენინგზე კარგი იქნებოდა განგვეხილა ინფორმატიკის საფუძვლები კერძოდ.
. ალგორითმები, მათემატიკური ლოგიკა; რიცხვთა პოზიცირების სისტემები, სიმბოლოები, კოდირება, კომპიუტერული ენები; ადამიანის და კომპიუტერის ურთიერთქმედება; პროცესების ავტომატიზაცია; მონაცემთა ბაზები; პროგრამირების ელემენტები.