ინტელის ტრენინგის პირველ სალექციო ეტაპზე განვიხილეთ პროექტებით სწავლება, რაც სწავლა-სწავლების საუკეთესო ფორმაა. ის მოსწავლეებში ავითარებს კრიტიკული აზროვნებისა და კომუნიკაციის უნარებს. იმ უნარების გამომუშავებას, რომელიც მათ აქტიურად ჩართავს საზოგადოებრივ ცხოვრებაში.
გავაანალიზეთ პროექტის აქტუალობა საგანმანათლებლო პროცესში, როგორ შეიძლება მისი საშუალებით მოსწავლეებთან გარკვეულ წარმატებას მივაღწიოთ, რაოდენ წარმატებული შეიძლება იყოს ის ამა თუ იმ საკითხის უკეთ შესწავლის მიზნით.
აქტიურად გავეცანით პორტფოლიოს შექმნის ტექნიკას, მასში მუშაობის თავისებურებებს. გავეცანით დამატებითი რესურსების გამოყენების შესაძლებლობებს. თუ როგორ შეიძლება მათი დამატება საკუთარ პორტფოლიოში და რა ფორმით შეიძლება მისი ჩანიშვნა.
აქტიური თემა იყო სასწავლო ღონისძიებების ეფექტური სწავლება. შესაბამისად მიზნების განსაზღვრა , რომელიც უნდა ეფუძნებოდეს 21-ე საუკუნის ადამიანის შესაძლებელობათა სტანდარტს, რომ ის გამომდინარეობს ეროვნული სასწავლო გეგმის მიზნებიდან და აქ მოცემული საგნობრივი სტანდარტის გათვალისწინებას.........
No comments:
Post a Comment