Pages

Friday, November 7, 2014

ინტელის ტრენინგი

ტრენინგი პროექტებით სწავლება ცხრა ეტაპისაგან შედგებოდა. აღნიშნული ტრენინგი ვთვლი პროდუქტიული იქნება  და ხელს შეუწყობს როგორც ჩვენს წარმატებულ კარიერულ წინსვლას, ისე სასწავლო პროცესის საინტერესოდ წარმართვასა და მოსწავლეთა მოტივაციის ზრდას. ვინაიდან ასსწავლო პროცესის არსი ძირითადად მაინც მოსწავლეზეა ორიენტირებული, პედაგოგთა მომზადება სწორედ ამ მიმართულებით მიმდინარეობს, ამ კუთხით გამონაკლისს არც აღნიშნული ტრენინგი არ წარმოადგენდა.
ინტელის ტრენინგის პირველ  ეტაპზე განვიხილეთ პროექტებით სწავლება, როგორც  სწავლა-სწავლების პროცესში კრიტიკული აზროვნებისა და კომუნიკაციის უნარების განვითარების საუკეთესო საშუალება. ის ხელს უწყობა იმ   უნარების   გამომუშავებას, რომელიც მათ  აქტიურად ჩართავს საზოგადოებრივ ცხოვრებაში.
 ასევე, გავაანალიზეთ  პროექტის აქტუალობა საგანმანათლებლო პროცესში, როგორ შეიძლება მისი საშუალებით მოსწავლეებთან გარკვეულ წარმატებას მივაღწიოთ, რაოდენ წარმატებული შეიძლება იყოს ის   ამა თუ იმ საკითხის უკეთ შესწავლის მიზნით.
გავეცანით პორტფოლიოს შექმნის ტექნიკას, მასში მუშაობის წესებს. გავეცანით დამატებითი რესურსების გამოყენების შესაძლებლობებს.
აქტიური თემა იყო სასწავლო ღონისძიებების ეფექტური სწავლება. შესაბამისად მიზნების განსაზღვრა , რომელიც უნდა ეფუძნებოდეს  21- საუკუნის ადამიანის შესაძლებელობათა სტანდარტს, რომ ის გამომდინარეობს ეროვნული სასწავლო გეგმის მიზნებიდან და აქ მოცემული საგნობრივი  სტანდარტის გათვალისწინებას.
ინტელის  ტრენინგის  მეორე ეტაპი დაეთმო  ელექტრონული პორტფოლიოს შექმნის ტექნიკას, მის აქტიურ გამოყენებას, მასწავლებლის მიერ შექმნილი ნაშრომების ელექტრონული ფორმით წარმოდგენას.
მესამე ეტაპი სირთულით ხასიათდებოდა, გამომდინარე საგნობრივი სტანდარტის სირთულისა  და 21- საუკუნის უნარ-ჩვევების თავისებურებებიდან. თუმცა დაკისრებულ დავალებები წარმატებით შევასრულეთ. აღნიშნული მუშაობა   ჩვენი პროდუქტიული მუშაობის პირდაპირპროპორციულად აისახება. მუშაობის პროცესში გაჩნდა კითხვები, რომლებზეც აქვე ტრენერის დახმარებით მივიღეთ ამომწურავი პასუხები.  ტრენინგის მეოთხე ეტაპი მიეძღვნა პროექტის გეგმის შაბლონში შეფასების რუბრიკის შექმნას, განვიხილეთ საპრეზენტაციო პროგრამა და ამ ფორმატში  წარმოვადგინეთ შექმნილი პროექტ-გაკვეთილის გეგმა.
ტრენინგის მეხუთე ეტაპზე შევისწავლეთ  ინფორმაციის მოძიებისას გასათვალისწინებელი უფლება-მოვალეობები,  ვიმუშავეთ პროექტის გეგმაში შეფასების რუბრიკის ჩამოყალიბებაზე. საინტერესო იყო ბლოგებზე ვიდეოებისა და პრეზენტაციების ატვირთვის  შესწავლის პროცესიც.

მეექვსე ეტაპზე საინტერესო მასალას გავეცანით. კერძოდ,   შევისწავლეთ Web2.0Tools მეთოდი გუგლის ფორმების შედგენისა და  კვლევების ჩატარების მიზნით. ასევე გავეცანით ფაილების გაზიარებას, მის აქტუალობას და დანიშნულებას სასწავლო-საგანმანათლებლო პროცესში. ტრენინგის შემდეგი ნაწილი დავუთმეთ მე-5 მოდულის განხილავას და გავაანალიზეთ მასში მოცემული მოთხოვნები. ვიმუშავეთ შეფასების რუბრიკების  თავისებურებებზე, მისი შედგენის სტრატეგიებზე. ტრენინგის მერვე დღე ასევე საინტერესო იყოგამომდინარე, იქედან რომ განვიხილეთ ფასილიტაციის დანიშნულება გაკვეთილზე, თემის შერჩევისა და მისი მოსწავლეთათვის გაცნობის საუკეთესო საშუალების კონტექსტში. რაც ნებისმიერი სასწავლო თემის მიმართ მოსწავლეებს აუმაღლებს მოტივაციას და ინტერესს. ტრენინგის ბოლო ეტაპი მიეძღვნა პროექტის  ატვირთვას.

No comments:

Post a Comment